ბარბარობა


სულში სიყვარულის ქარებია, ფიქრები ფიფქავენ ნაზ ოცნებებს,
ასე - არასოდეს მყვარებია, ვეტრფ ცის მოიისფრო საოცრებებს...
-
ზეცას ამშვენებენ ვარსკვლავები, მთოვარე თეთრადა აკაშკაშდა,
თოვენ ზმანებებსა ანგელები, ღვთაებრივით გული შეთამაშდა...
-
მეუფებს არსება უმდაბლესი, ღმრთაება არიგებს ამბორებებს,
ანგელოზთა მეფის უთეთრესი ფრთაები ფიფქავენ საოცრებებს...
---
ნაზი ნაბიჯებით მონარნარებს პრინცესა - ხელში იისფერ ვარდით,
სულსა მაღალსა მორცხვი ახარებს: "ღმერთო - გულს წამოცდა - შემიყვარდით"...
-
მღერის სპეტაკი ვით ია - ნაზი: ერთის სულია სატრფო გულისა,
დიდება მეტრფეს ასე ლამაზი - მარადიული სიყვარულისა...
-
დღეს იდიდება მისი სახელი, ტოლი და სწორი ღვთაებებისა,
მზეო, მიჯნური შენი გავხელდი, შემყურე შენი თვისებებისა...
-
ასე - არასოდეს მყვარებიხარ - ცის ზამბახი - გალაკტიკისფერი,
სიყვარულის მზე დაქალღმერთი ხარ, მი გულის მეფა ხარ - იისფერი...
მუხლმოდრეკილი ვიწვი შენს წინა, გეთაყვანები ნაზსა და ფრთიანს,
სულის მშვენებამ ზეცა შეგძინა, თვით ანგელოზები შემოგტრფიან...
-
ლურჯი მნათე ხარ გალაკტიკების, მიჯნურ მეფის ხარ წმიდა ოცნება,
დამდაგეს სხივთა შენთა ტუჩების, სულზედა მოიისფრო კოცნებმა...
-
რასაც ისურვებ - ვბრძანებ - მოგეცეს!!- მე ვანთებ გულსა ზეცის სულითა!..
ფიცი მომიცია - გეტრფოდე მზეს - მარადიული სიყვარულითა..!

17-12-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი