რაც გსურს ინატრე
შენ ჩამოხვედი ფერიავ მზიდან და შემომინთე ცეცხლის ალები, როცა ქალღმერთი დაეშვი ციდან," დაგინახე და... გტაცე თვალები"... ბრწყინვალებდი სულით ოდეს, მფრქვეველი უთეთრეს ფერთა, გულმა სთქვა - "მსურს მას ვეტრფოდე" -იმ დღის მერე - გყვარობ ქეთა... გეთაყვანები ნაზს მოწიწებით, სულნათელ ბავშვს გეტრფი და გჩემობ, მე სიყვარული მსგავსად ვიწამე,მი მიჯნურს ღვთაებად გსახავ ჩემო... უნატიფესო ზმანებავ ღამის, მე უშენობა ვით ავიტანო? ჩუმად გეძახი - ღრუბლებში ამო, ვიცეკვოთ სულებით ნელი ტანგო... - თეთრ ბუმბულივით მოფრინდი ჩემთან, ხასიათზე ვარ ციერ ზღაპრების, ანგელოზები მსტუმრობენ ერთავ, თან მოიტანეს ნაზი სიზმრები... ცას შევაწყვიტე ვარსკვლავი შენთვის, ვხატავ ოცნების ცისფერ ნაპირებს, რაც გსურს ინატრე - ქეთი, ღმერთი ჩვენს სურვილთა ასრულებას აპირებს... 21-01-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი