ზღაპრული
მდუმარება თოვდა ღამის და თეთრ ფიქრებს ქარი შლიდა - და დიადი მისი სული სიყვარულის ზართ რეკავდა, უნაზესი იდგა წამი - ფიფქავდა თეთრ ფიფქებს ციდან - მთვარის შუქზე თეთრი ბაღი კრისტალთ კამკამს ირეკლავდა... მეფა ბაღში სეირნობდა და აანთო იდუმალმა და სპეტაკი ნატვრა გულის თვალს შეაწყდა თეთრ ფიქრიდან, წითელ ვარდის ეკალს თითი შეაკაწრა დედოფალმა - სისხლის წვეთი თოვლს დაეცა და ფიფქია შვა ფიფქიდან... ნათობდა სულის სითეთრით და სევდა მუდამ თან სდევდა - უნაზესი და სპეტაკი სამოთხის იყო ყვავილი, ყვაოდა თეთრი ქალღმერთი და სულნელებას აფრქვევდა, მიჯნური სულ მას ეტრფოდა ღმერთი და ბავშვი ყმაწვილი... ვერ აიტანა ეშმაკმა სპეტაკის მშვენიერება, ფიფქიას ვაშლი აჭამა, მოტყუებით შვა სიკვდილი, ზღაპრის იისფერ სამეფოს დაიხშო ბედნიერება, მას მერე ძინავს პრინცესას სახეზე ნაზი ღიმილით... ნაზად ძინავს მზეთუნახავს ბროლის კოშკში უღრმეს ძილით და ოქროსფერ დალალების ჩანჩქერებს წვიმს სარკმელიდან, მეათასე წელია რაც მზის სხივები კოცნის დილით, ესიზმრება თეთრი პრინცი მომავალი ღრუბლებიდან... კოშკს დარაჯობს გველეშაპი - შენიღბული და გრძნეული - სათავეში ამღვრევს წყალს და უკვდავების წყაროს წამლავს, მალე მოვა თეთრი რაშით - შემმუსვრელი იმ წყეულის - თეთრ ღრუბლებით სიყვარულის რომელ მის სულს სულ თან ახლავს... რომ მონუსხოს გველეშაპი თეთრი სულით სასუფევლის - პრინცესა რომ გამოიხსნას საუკუნო ტყვეობიდან - და სამოთხედ აამზევოს გულში ხატი სასურველის - პრინცი უნდა მიწვდეს ზეცას და ღმერთი შვას თვალებიდან... უკრავს მთვარე თეთრ როიალს, თეთრი ჰანგი ბარდნის ციდან, მუზიკად ღვრილ თეთრ სასწაულს თეთრი ფრთები ვასხა მინდა, ყოვლისშემძლე სიყვარულით - დაეშვება მალე მზიდან, გააღვიძებს მალე ქალღმერთს - ამბორება გულით წმინდას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი