მესაოცრება
როგორც სიცხადე, როგორც ზმანება, შენი სინაზე, შენი გუნება, ვით თვით სამყარო, ვით თვით ოცნება, შენი არსება მესაოცრება... როგორც სავსება, როგორც ნათება, ო, შენი გული სპეტაკ თვალება, ვით სილამაზე, ვით მზე ღვთაება, შენი სითეთრე მესაოცრება... როგორც მზის სხივის თბილი შეხება, ვით სულის სულზე წმიდა ფერება, ვით ნაზი გრძნობა, ვით ამბორება, შენი ტუჩები მესაოცრება... როგორც ზეცაზე ავარსკვლავება, როგორც გრძნობების გაზაფხულება, ვით ღვთაებრივის აყვავილება, მესაოცრება შენი ბუნება... როგორც სიცოცხლე, როგორც სამება, შენი სული და შენი ხატება, ვით სიყვარული, ვით უკვდავება, მესაოცრება შენი არსება... 04-03-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი