მე შევიშალე
შენი სიმორცხვით, შენი ფრთაების ციერ სიმდაბლით, შენი სიტურფით, შენი გულისა უცხო სინაზით, შენი არსებით, შენი სულით და მისი სიმაღლით, მე შევიშალე, მე შევიშალე შენ სილამაზით... მე შევიშალე, მე შევიშალე - შენი ყურებით, ო, ეგ თვალები, ეგ ღიმილები - სხივებით მწვავენ... ბაგენი ნაზი, სისათუთითა შემოსილები, ეგ საკოცნელა, მწიფე ტუჩები -წყურვილით მკლავენ... ო, ასე ვიწვი და ვეწამები - მწვანე კოცნებით, ო, მე გავგიჟდი, გავგიჟდი ტრფობით და გრძნეულებით... შენ სიყვარულით - შენზე ფიქრებით - შენზე ოცნებით, მე შევიშალე, მე შევიშალე ნაზი გრძნობებით... 06-03-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი