ფიფქტ სისპეტაკით დაგვაგვირგვინოს
გრგვინვა-გრიალით მგე მორონინობს - კვეთა დიადმა ცა ორიონის, ლურჯა ცხენებით სივრცეთ მოაპობს - გულგალაკტიკა გალაკტიონი... უკან მოყვება იისფერ ფიქრთა, უნაზეს ფიფქთა თეთრი ლაშქარი; აჰა, გაშალა უთეთრესი ფრთა, კივის გრიგალი, ბობოქრობს ქარი... მოედო არეს თეთრ ენერგიად, ჰაერში დაჰქრის ცივი სიწმიდე, აყვავდა თეთრად ცა გივარგიას, სასუფეველის მეფობს სიმშვიდე... უგალობს გული ციერსა ზღაპარს, ზეცას შეაწყდა ოცნება შორი, მზეს დაეკონა ტუჩებზე ნაზად - მთოვარის სული - თეთრი ამბორით... ააზამბახა ამზეებული - სული - ფიფქების ფრთებით ნელნელა - ნაზი ალერსით გაბრუებული ჰაერში დაფრენს როგორც პეპელა... მე ძლიერ მიყვარს ქალწული თოვლი, როს ცას მოსწყდება რომ გამახაროს, ო როგორ მიყვარს სინაზე თოვის, რომ აათეთრებს სულის სამყაროს... ო როგორ მიყვარს ცისფერი ზეცა, როს ათოვს მიწას წმიდა კრისტალებს; არსებით ვთრთთი როს ნაზი პრინცესა - მართავს სპეტაკი ციერ სპეკტაკლებს... ფიფქებს თან მოაქვთ ნაზი ოცნება, რომ სიყვარულიც ასე ლამაზად - გულში შემოვა იდუმალებად და დაიმკვიდრებს ჩვენში ფაქიზად... ო, კვლავ შეგნატრით თოვას და მუზას, სულის სიმღერას, ერთ ჭიქა ღვინოს, ო, მე ძლიერ მსურს, რომ სიყვარულმა - ფიფქთ სისპეტაკით დაგვაგვირგვინოს... 17-03-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი