შვიდობითი 4


მზერაში მიმალული სულის ნაზი ალერსით -
საიდუმლო ალები თვალებში რომ გენთება,
ვენთები და ვიწვივარ იდუმალ მღელვარებით
და მინდება მა სულის მარადისი ფერება...

ამ სათუთი განცდებით როს თრთის მთელი არსება,
როს თოვს სილამაზეებს შენი გულის ფერები,
როცა სულში ყვავდება ის ციერი შეგრძნება,
მაგ წამს ფრენა ძალმიძს და მესუყველაფერები...

მომნუსხველი თვალების ჯადოსნურ ელვარებით -
სულზე ცეცხლად მედები მზერის იდუმალებით,
საოცარი სიმშვიდის ნაზ თვალთა ამბორებით -
მიჯნურობად მაქეზებ მა გულის მწვერვალების...

უიდუმალეს გრძნობით - სულით სულზე შეხებას -
გულით ვეთაყვანები შენ არსების მშვენებას...

18-05-2020
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი