სიყვარულზე


სულით მანთებს რა ცოტა რამ, მაგრამ სულაც არ მანაღვლებს,
მერე რა რომ ლექსს არ რითმავს, დიდებული პოეტია,
თვითმკვლელობის წყურვილით მკლავს, გულს ვეძახი რომ გამაგრდეს,
მარგიანის ნააზრევი გრძნობის ხედვნის პროცესში ვარ...
-
უღმერთოებს ერთხელ კითხეს: ბოლო თუ აქვს ამბიციებს,
სიყვარულის ძალა თუ გწამს და თუ ეტრფი მის მწვერვალებს,
უზენაეს ხელმწიფებას ვით უარყოფ და მიმტკიცებ,
"თუ ბრმა ვარ, მი თვალთ სიბნელე როგორღა გჭრის შენ - თვალებს?"

"ღვთის დუმილი ვით გაყრუებს? და თუ ყრუ ვარ - რა გაყვირებს?"
რომ არა გწამს არ გაგინებ, ღმერთი რომ მწამს რათ მაგინებ?
დიდებულს რომ არ ადიდებ, ჯოჯოხეთი არ გაშინებს?
- თუ არ არის მაშ ვის ებრძვი? და თუ არის რად "აკნინებ"?
-
დემონებსაც აქვთ ფრთაები, დემონებიც ოცნებობენ,
მაგრამ მათი ოცნებები ღვთის გეგმებს არ ემთხვევიან,
გაკვეთილს არ ღებულობენ, ღვთის განგებას უარყოფენ,
ამიტომაც ღვთის მებრძოლნი დემონებადვე რჩებიან...
---
გული გალობს, გული მღერის და ღაღადებს მტკიცე ნებას,
ჭეშმარიტი ლოცვა მოდის როს მოდის აზრთ მდუმარება,
ჩაქვრეს ჩემში რომ სინათლე ღმერთო მომცემ ნუ უფლებას,
მუდამ გისმენ, სულ მოველი შენგნით მოსულ ნეტარებას...
-
უსასრულო შეგრძნებების იგ მთოვარი სულის მზეა,
მისი სხივი ტყდებ ათასად, მიღმიერში იფანტება,
"ცაც ვრცელია და უსაზღვრო, თუმც თვალები უფრო ღრმაა",
ის არსებით მთელ სამყაროს სისავსეებს ეფინება...

თვალი გულით იყურება, გული სულის რწმენით სახავს,
"გამჭვირვალე ვრჩებით ვიდრე - გული გულს არ დაინახავს,"
კაცის გული გრძნობის ზღვაა, ბობოქრობს, ხან მშვიდად ღელავს,
წმიდა უცქერს რეალობას, სიყვარული სულ თან ახლავს...

ღვთაებრივი სულის ნაწილს კაცის გულში ვინც ვერ ხედავს,
ის ვერასდროს იხილავს ღმერთს და ვერასდროს შეიგრნობს მას;
მუდამ ცისკენ იყურები და კაცთ გულებს უმიზნებ თავს,
სულის გულის მწვერვალიდან სხვანაირი სამყარო ჩანს...

ის ვინც მხოლოდ გარეგნულით შეაფასებს სულით უცნობს,
"ის ვინც წმინდანთ მხოლოდ ძალით, ანგელოზებს კი ფრთებით ცნობს,"
და არა აქვს ფანტაზია მათხოვარში ქრისტე იცნოს,
უზენაეს მეუფებას ვერასოდეს ვერ შეიცნობს...

ხომ ამბობენ წმიდანები რომ მიწაზეც - ღმერთი - დადის,
რომ საოცარ სიმარტივეს და რომ ვერ ვცნობთ დაფარულებს,
"იქნებ ქრისტეც ისე ელის ჩვენგან მისკენ წარდგმულ ნაბიჯს,
ვით ჩვენ ველით მისგან ხსნას და სიყვარულის სასწაულებს"...
-
"ღამის ცაზე დანახული ვარსკვლავები - კუთვნილ სულის
სილურჯეში ნაპოვნ ნათლის იმ პატარა მარცვლებს მოგავს,"
რომლებიც სულ უნდა რწყო სიკეთით და სიყვარულით,
რათა ცაზე იყვავილონ ნაზ გრძნობების მუდმივ ბრწყინვად...

თვისს თავსა ქმნის ყველა თავად, ყველა მღერის თვის სიმღერას,
წმიდას გული ზეცას ეტრფის და ღმერთკაცობს ქრისტესტოლა,
სიყვარული არის ჯვარცმა, ბრძოლაში ქმნი ბედისწერას,
"თუ ჩარჩოში არ ექცევი, ოთხპირ ქარში გიწევს ბრძოლა"...
-
ცოდვა ყველას მიუტევე, თავს კი არრას არ პატიობ
და საძაგელ ხასიათის გამუდმებით გტანჯავს გრძნობა,
გამოცადე ყველაფერი, აგონიაც, აპათიაც,
მაგრამ ისევ, ისევ იბრძვი და ისევ გწამს ნაზი ტრფობა...

თან დაგდევენ ღმრთის თვალები და ნეტარებ როს თოვ თრთოლას,
გამოძრავებს სიყვარული და ეტრფი ღვთის უკვდავ ნებას;
ვინც თვის ცოდვებს ვერ ერევა, მაგრამ არ წყვეტს მათთან ბრძოლას,
უსათუოდ გაიმარჯვებს და შედგება პიროვნებად...

რაც რომ ხდება ყველაფერი თოვს სრულყოფას რომ იდიდო,
მრწმენ სისრულეს სიყვარული სწამს ღმრთის ყოვლისშემძლეობა,
სასუფევლის სიცისფერის ღვთაებრივი ის სიმშვიდე -
შობს მარადის მეუფებას ღმერთის ნების გულმინდობა...
-
სანამ ის რაც გვაიძულებს ბრძოლასა და არსებობას
მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულით იკვებება,
სანამ ქრისტე შთაგვაგონებს შეუძლებლის შესაძლობას,
სანამ ერი დადის ღმრთის გზით იგ აროდეს დამარცხდება...
---
ავირბინო როგორც კიბე, ღრუბლებს ავყვე მინდა ზეცად,
მინდა ფიფქად გარდავიქმნე, ბავშვს ეს ნატვრა გულში ჩამრჩა,
"ვიცი, ეს ათიდან ათჯერ" სიგიჟეა მეოცნებეს,
მაგრამ როცა არ იზრდები, გენიოსი ხარ და მორჩა...

არის თეთრი ოცნებები, რომლის ნათელს ვერვინ უძლებს,
და წმიდანნი თანხმდებიან, რომ მათთვის ღირს ყველა ტანჯვა,
"უარყოფს მათ არსებობას, ვინც ვარსკვლავებს დღისით ეძებს,"
სამოთხე და უკვდავება მოსდევს ზეცად ქვეყნად ჯვარცმას...

მტკივა გულით მი სიმართლე და მწამს იგი ფანტაზიაც,
რაც რომ იყო იგი იყო, ქრისტე კვლავ ყავს მი ოცნებას,
სულით ნაგრძნობს და ახატულს, თქვენ მას არქმევთ ილუზიას,
მე კი ღმერთთან ერთად განცდილ ზე რეალურ მოგონებას...
-
რომანტიზმულ შეშლილობის მეუფლება მეგა განცდა,
"ახლა, როცა ერთი სული მაქვს გავგიჟდე" სანიმუშოდ,
მაგონდები მი ღვთაება და ტრფიალით მინდა ავხსნა,
რომ გაღმერთებ და ოცნებით გიხმობ ნაზ ბავშვს სათამაშოდ...

ჭაბუკდები ბერი ბავშვი და სამოთხე გსურს გაუღო,
"საშინელი განცდაა როს სიცოცხლეზე მეტად გიყვარს,"
გიყვარს როცა სული მისი - ფრთები გინდა რომ აჩუქო,
რადგან იცი ბედნიერი ვერ იქნები მის მაგივრად...

ეს ცხოვრება სპეკტაკლია მათთვის ვინც ვერ ხედავს ნათელს,
მუდამ იყავ შენი თავი, ნუ მოირგებ ათას ნიღბებს,
შენ ღმერთი ხარ იდუმალი და მე შენთვის ვანთებ სანთელს,
რომ არასდროს დაგავიწყდეს, რომ ვადიდებ ვინც გულს მიღებს...

ზეციური ტრფიალების შენ ხარ ხატი სალოცავი,
შენ მოგავხარ სილამაზით სასუფევლის თოვლის ყვავილს,
ხელუხლებელ სიყვარულის შენ წმიდა ხარ ის ვარსკვლავი,
რომელიც რომ უკვდავების თეთრ შროშანად ჩემში ყვავის...

სულშეშლილი ვლოცულობ და შენმა ხატმა სრულად მძლია,
"ვბოდავ თუ საღ გონებაზე ვარ, სულერთია", უდავოა,
"ერთადერთი" რაც მწამს, "რისი თქმაც უსიტყვოდ შემიძლია,
არის ის, რომ მიყვარხარ" და რომ ესგრძნობა უკვდავია...

სიყვარული უკვდავია, მის დიდებას ვერვინ დაძლევს,
მონათესავ სულებს ეძებს რომ მიაგოს საკადრისი;
"როცა გიყვარს, კი არ უყოფ, მთლიან გულსა და სულს აძლევ,"
უკვდავად გწამს, "მაგრამ ზოგჯერ, არც ეს არის საკმარისი"...

"ოკეანე რომ შეგასხა, ტანთ წვეთები თუ შეგრჩება",
რომ მოგიძღვნა სამყარო და მისი ყველა სულსავსება,
ვერ შეიცნობ მის სიღრმეებს და გულისა ღაღადებას,
"სიყვარული ასე არი", თუ მზად არ ხარ მისაღებად...

"მზე გაჭერს და რომ გაგრილდე და რომ სიცხეს დაემალო
გაგიჟებულ გულით ცდილობ საკუთარ ჩრდილს მოეფარო",
ცალმხრივ გრძნობის თვისებაა - მდაგველი და უმოწყალო,
მისგან ეძებს ვინც კი შვებას წყალს ნაყავს და იმით ხარობს...

ადამიანს რას გაუგებ, მიუწვდომელს ყვარობს გული,
ვინც სულს გვჩუქნის ვერ ვუგებთ და რეალობას ვუსმენთ ნაკლებს,
"ერთმანეთთან მიტანილი" ბობოქარი სიყვარულის
"მდინარეებს სუყოველთვის მხოლოდ ერთ წყალ ჭიქას ვაკლებთ"...

ვინც შეიცნო აწმყოს სული მარადისობს იმ ერთ წამში,
იმ ერთ წამში რომლის გრძნობა გაუკვდავდა ღმერთის არსში,
მოცემული შენგან ერთი ჭიქა წყალი წყაროდ იქცა ჩემში,
უკვდავების ამ წყაროს ვსვავ და ლოცვებად ამაქვს ცაში...

"კუთვნილ გულთან როგორ მიჭირს - ჰო იყოს ჰო, არა - არა,"
"სხვას ვისღა ვთხოვ შემიყვაროს, რომ მიმიღოს როგორიც ვარ",
როს  თვითონაც ძლივს ვგუობ თავს, მე არ ვიცი როგორ გითხრა,
ამიტომაც ვჩუმდები და ჩემთვის ჩემში ჩუმად მიყვარ...

თვითმკვლელობას უდრის წასვლა, როცა გიყვარს უსაზომოდ,
და უთუოდ გული კვდება როს დაისი გრძნობის მოდის,
სიყვარული სულ გრძელდება, მკვდარი გულიც აისს მოთოვს,
"ზოგჯერ ტოვებს ის ვინც რჩება და არა ის ვინაც მიდის"...

სინანული სადაც არი იქვე არი მიტევება,
გულმა იცნო მხილებაში, რომ სინათლის ზარებია,
"მაშინ, როცა ჩვენი ყველა დაფარული გაცხადდება,
ერთმანეთი თუ შეგვძულდა, არც არასდროს გვყვარებია"...
-
სინაზეთის მოფერება ნეტარების სხივებით მწვავს,
უკვდავების ეს ფერები ზეცად გულის ტრფობად ითქვა,
აუხსნელი სიყვარულის, გამოუთქმელ გრძნობების მწამს,
ღმერთს თვალებში გიმზერი და არასოდეს ვიცი რა ვთქვა...

08-06-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი