გრძნობის დაისი
ვერ დაადუმებ გრძნობის ზოდიაქს, როცა გულს ყვავის თეთრი მაისი, გულის კონიაკს - ვთოვდი ფორიაქს და სიყვარული თთრთოდა აისი... არც კესანები და არც ვარდები, ნაზი ნოტები უკვდავ რიტმების, სული, გული და ცის ლაჟვარდები, მე შენ გაჩუქე მთოვი სიტყვები... - მწველ სიყვარულის ლურჯი უსაზღვროების - ცისარტყელები და ოკეანეები, "მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები", მე შენ მოგიძღვენი სამყაროს ფერები... ფესვი ვერ გაიდგეს ლამაზმა ფიქრებმა, ლამაზად კვდებიან ლამაზი გრძნობები... ფიფქები დნებიან და მითხრეს ფიფქებმა - ზეცაში მიდიან თეთრი ამბორები. - იდუმალ ფიქრთა თეთრ ვარიანტში მუდამ ანთია ცის ლაჟვარდები, ანგელოსების ფრთათა ფარფატში ნაზად ყვავიან თეთრი ვარდები... - გულის კონიაკს, ვთოვდი ფორიაქს, იყო ზმანება, იყო აისი, რა დაასრულებს გრძნობის ზოდიაქს, დროა მოვთოვო სულის დაისი. 13-06-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი