სიყვარულის როკვა


გულში ქარიშხალი 
ლურჯ გრიგალთან ცეკვავს,
წამი იდუმალი
ტრფობის ზარებს რეკავს...

თოვს იისფერ თრობით -
ეს ცისფერი ლოცვა,
მიღმიერი გრძნობით -
გიგზავნი ამ კოცნას...

სხვა დროს ბობოქარი
ზღვა მშვიდი და მთვრალი,
ფიქრების ქრის ქარი
და თოვ ნაზი ქალი...

გულში ქარიშხალი
ლურჯ გრიგალთან ცეკვავ,
მწამხარ იდუმალი
სიყვარულის როკვა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი