სიყვარულის უკვდავების ამბორი


მირიადობით წელია ვუმზერი ოკეანეზე -
მზის ათასფრად მოელვარე მოოქროვილ ლურჯ დაისებს,
მერე ვერცხლისფერ ციალის მნუსხავს ციმციმა სინაზე -
როს ვუცქერი მოკამკამე თეთრ მთოვარის თეთრ აისებს...

მდუმარ ღამის ცის ჰანგები და სიჩუმის იავნანა,
ლურჯი ზეცა როს იმოსავს ვარსკვლავების ყვითელ მძივებს,
სიოს ქროლა მოფერება, ოკეანის ნაზი ნანა,
მიყვარს მნათი როცა ფიფქავს სინაზით მთრთოლ სათუთ სხივებს...

მირიადი წელიწადის მწუხარება თან დამყვება,
უკვდავების ამბორებით თვალებს სევდა კვლავ მისველებს,
გული ჩემი სიყვარულზე ლამაზ ზღაპრებს კვლავ მიყვება,
თეთრ ქალღმერთის იგ შვენება სულს სინაზით კვლავ მითრთოლებს...

და თრთოლვით ვთოვ სილამაზის სიყვარულით უკვდავყოფას,
იდუმალი ქრისტე ღმერთი მიჯნურობის ვშლი თეთრ ფრთაებს,
სინაზეთის სიფაქიზეს და მის არსში სულ-სრულყოფას,
ვთოვ თეთრ ფიფქებს სასუფევლის და ვეტრფი ნაზ მიწის მთიებთ...
-
ხალთ სამებით, შავით მებით, ბავშვურ გულის ნაზ ფრთაებამ,
შენ შემშალე, თან განმაბრძნე სიღრმეებში სიყვარულის,
შენ სოფია ხარ სამყაროს მოიისფრო მზე ღვთაება,
შენ გეკუთვნის ჩემი გული უკვდავებით დადაგული...

მწუხარე ჟამს მელანდები კვლავ მი თეთრი დემონესა -
ლურჯი კაბით შემოსილი და მბრწყინავი ვით პრინცესა,
მიწამებდი ო უთუოდ პოეზიის მეფე ღმერთსა,
რომ გქონოდა მწველი სული იდუმალი პოეტესას...
-
სიცისფერე შენი მათრობს შროშანია მეფა ქალო,
თეთრ ანგელოსს ფრთები წაგართვ, როგორ უნდა მაპატიო,
მახსოვს გთხოვე სიყვარულით არასოდეს დამივიწყო,
მარად მახსოვ და ეხლაც გთხოვ უარყავი აპათია...

შენ ანია "მი ცოლუკავ" მიხაროდი თანაც როგორ,
ნაზად ვიწვი როს გიხსენებ სპეტაკ წამად ცის ასულო,
მიწამებდი ო უთუოდ პატარა ბიჭს ნაზი გოგო,
რომ გქონოდა რწმენა გრძნობის და მონდობა უსასრულო...
-
ო, ძვირფასო ბავშვობ ისევ და ძველი გზებით დადიხარ,
შენ ქეთია ქალღმერთი ხარ და ვარსკვლავივით ანთიხარ,
საოცარი სილამაზის და ნაზი სულის ქალიხარ,
გაღმერთებ და მიყვარხარ და ზედ სულის გულზე მაჩნიხარ...

ვით ნუგეში მეზმანები მწველი სულის პოეტესად -
მოკაზმული თეთრი ფატით თეთრ კაბაში პატარძლისა,
მიწამებდი ო უთუოდ სიყვარულის მთოვ ქრისტესა,
რომ გქონოდა მგრძნობი გული გალაკტიკის დედოფლისა...
-
ასეც ხდება და ვფიცავარ სამივენი მუდამ მწამხართ,
მოგიძღვნიდით მთელ მსოფლიოს, მაგრამ იგი მკვდართა არის,
ამიტომაც ზეცას ვთოვ და მი სულს ვფიცავ ძან მიყვარხართ,
მიწიერი სიყვარული არის დევნა, დევნა ქარის...

ო არ ვიცი ქვეყანაზე თუ იქნებით გულით ჩემი,
ო არ ვიცი თუ იქნებით მი ტუჩებით გადამწვარი,
მაგრამ ვფიცავ, ვფიცავ ღმერთებს, ზეცად მიდის ჩემი გემი,
სიყვარულის ღმერთი ვფიცავ თქვენი სული ჩემი არი...

სასუფევლის მთოვ აისებს და დაისებს ერთად ვნახავთ,
თეთრ ქალღმერთის სისპეტაკე შეგმოსავთ ნაზთ სულით თეთრად,
აენთებით ნაზი გრძნობით - სიყვარულის ღმერთი ვფიცავ -
უკვდავების ცაზე იფრენთ ანგელოსნი ჩემთან ერთად...

15-06-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი