მუზები
ცხრა ცაა და ცხრა მუზა შემოქმედის შექმნილი, ცხრა სიყვარულს თოვს გალას გული გალაკტიკური, ცხრავე ერთად მიყვარდეთ, სულით ვიყო შეშლილი, მუღამი მაქ მეფური - ოცნება პოეტური... - ვით ნაზი დედოფალი იგ თეთრი ვარდი ქეთი, საოცრად მჯადოებელ ციერ იდუმალების, სითეთრით მოკაშკაშე ვითარ თეთრი ქალღმერთი, გულს შეეხო სინაზით მოიისფრო თვალების... სისპეტაკის იგ მეფა თეთრი შროშანი ანი, როს ვიხილე უთეთრეს საპატარძლო კაბაში, მოელვარე სინაზით და სხივებით მზიანით მომინდ თვის ქორწილიდან გამეტაცა თეთრ რაშით... იდუმალ პოეტესა ლურჯთვალა ია იამ, გულიდან მომღერალმა ფერების სიყვარულის, სიიისფრე გრძნობების სულზედ შემომისია, უნაზესი ლექსებით დაატყვევა მი გული... ვით ლურჯი ღვთისმშობელი ლურჯი ზამბახი სოფი, ო, რა გრძნობით მიყვარდა მისი ნაზი ფერები, ულურჯეს სიყვარულის ის ოცნებაა შორი - ზეცაში გაფრენების და სიზმრებში ფერების... სულით მონათესავე იმ ცისფერიკესანეს, მარიამის ცისფერ თმათ ცვენა ფაქიზ მკლავებზე, როცა ვნახე სინაზე ცისფერი ოკეანეს, მაშინ ვლანდე პირველად ცად ცისფრად ელვარე მზე... ზღვაზე შემომეფეთა უნაზესი სოფოფო, ვიღაცამ ჩამჩურჩულა თუ გიყვარსო აკოცე, ჩემ მკლავებში ყვაოდა უწითლესი ყაყაჩო, პირველი ამბორების ის ფერები მაოცებს... გალაკტიკის მწვერვალზე მყვავი ედელვაისი, სილამაზით მომნუსხა, გულს მომესმა მუსიკა, მშვენიერი ყვავილი, მთვარის თეთრი აისი, ერთი ნახვით შემიყვარდ ნაზი ბავშვი იგ ლიკა... აყვავებულ ბუნების ფერი თეთრი მარტია, გულზედ შემოხვეული ჩუმი ტრფობის ვაზია, ლოტოსის ყვავილივით გაფურჩქვნილი ხატიას ის ბავშვური მზე ხატი ო როგორი ნაზია... ბავშვობის სიყვარულის იმ პირველი გვირგვინის, თურმე მიჯნურობისგან ო მაშინაც ვიტირე, პატარა და ფაქიზი მზიურ თეთრი გვირილის, ო, როგორი ლამაზი სახელია ქრისტინე... - ვცურავ სიყვარულში და გულში ყვავის ლაჟვარდი, უსათუთეს განცდების გრძნობებს ზეცად მივყავარ, ვერასოდეს გაიგებთ თუ რა ნაზად მიყვარდით, მერე - ზეცა მოყვება, რომ ამ წამსაც მიყვარხართ... 17-06-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი