მუსიკა თვეების


გულით მოაზროვნეს უყვარს და სწამს, უყვარს და სწამს და ბედნიერია,
სამყაროს ცაზე სამება ხატავს, ხატავს ყოველს რაც მშვენიერია...
თოვს სილამაზეს თეთრი ფიფქები, თეთრი ფიფქები ფიქრებს ანაზებს,
გამოუთქმელი მეხება თითებით და სიყვარული გულში აჯაზებს...

ხატა განკითხვის დღისა ნოტები, მიქელანჯელომ შექმნა პიეტა,
დიდია შექსპირის სონეტები, მისი რომეო და ჯულიეტა...
რუსთველის ჰიმნი სიყვარულისა, გაამიჯნურებს ყოელსა ნეტარს,
უკვდავი გრძნობით უკვდავ სულისა, ტარიელი კვლავაც ეტრფის ნესტანს...
სიყვარული ვისის და რამინის, ტრფიალი იზოლდას და ტრისტანის,
დიდია ქვეყნად ძალა ამინის, მიჯნურთ ადიდებს თეთრი მისანი...

უგალობს ცის ბულბული ია-ვარდს, სამყაროს სული ქართული ყვავის,
თეთრი გვირგვინი შვენის იანვარს, ვაჟას არწივი მწვერვალზე ყივის...
საიდუმლოა ჩვენი სერობა, დედა იქცა ისევ ღმერთის ხატად,
თებერვლის ზეცაზე შეიცნობა, ზედ დავინჩი მონა ლიზას ხატავს...
ზეცის მუზიკას თოვს მისი ქნარი, ბობოქარი ვით ველური მარტი,
ქარიშხალია, მძვინვარებს ქარი, სასწაულებს ჰქმნის ნოტა მოცარტის...
უმღერის ნაზსა პოეზიის სულს, თოვს სიფაქიზეს თეთრი აპრილის,
ეტრფიალება სათუთ სიყვარულს ნოვალისის ცისფერი ყვავილი...
და პაგანინი უკრავს სკრიპკაზე,ს უფევს ჰარმონია სამაისო,
ვერ გამოითქმის სულის სინაზე, უკვდავის დიდება სამარადისო...
ისმის ივნისის ცისა ჰანგები, მთვარის სონატა მზე ფენომენის,
შეუცნობელი ღვთიურ განგების, სიმფონიას წერს ყრუ ბეთხოვენი…
გალას ოცნების ლურჯა ცხენები, მოუძღვიან ივლისის მზის ეტლთა,
ქარული ჰქრიან ცეცხლის ენები, მეფობს ქართველი მეფე პოეტთა...
აგვისტოს ცაა ვარსკვლავიანი, ნათობენ უძინართა მზეები,
ხატავს მარგარიტას ფიროსმანი და გალობენ თეთრი ღამეები...
სექტემბრის ცაა აპოთეოზი, სულიერი სულის ნოტას იღებს,
კალანდაძეა ის ანგელოზი, ანა სასუფევლის კარებს მიღებს...
სრული სიჩუმე - სულის ყველაზე ნაზი და ლამაზი მუსიკაა,
ოქტომბრის ბგერა ხატული ცაზე, ყანჩელი სამოთხის კლასიკაა...
ნოემბრის ცაზე წამომართულა, უკვდავი იგ ილიას აჩრდილი,
ხუცესი სული გალობს ქართულად, მოალს სუფევა ძისა ნამდვილის...
დალოცვილია დეკემბრის ზეცა, იავნანას გალობს ღვთისმშობელი,
ოქროს აკვანს არწევს დიდი დედა, შიგ ყრმა წევს ყოვლისამპყრობელი...

ქადაგებს გივარგ მეუფე ქრისტეს, ადამიანთა მეფეს - ზეციურს,
ყოლა ემორჩილება მის სიტყვებს, მუსიკობს ქნარი ნიკოლაოზურს...

ელიზიუმის ვარა სპარტაკი, მეფე ვარა გონების ჭადრაკის,
მე ვარა მარად ერთი ასაკის, მბობს - ციერი სულიკო - აკაკის...
"ვკაშკაშებ, ვგალობ, სურნელსა ვაფრქვევ, ჩემით ნეტარებს ყველა სულდგმული,
ეს მე ვარ ვინაც სიტყვას არ არღვევს, მე ვარ უფლისწული - სიყვარული..."

03-10-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი