არწივების სამშობლო
ღვთაებრივმა მსურს ნათელმა იწყოს ჩვენში ადიდება , რომ იბრუნოს სულ-ქართველმა - ძველი ქება და დიდება ... სული მოყმე მიჯნურ ხელის - სისხლში ყივის შესაზარად , ო უკვდავი ტარიელი - გვყავს ღმერთების შესადარად ... სიმართლე და სიყვარული - ხელთ უჭირავს ხმლად და ფარად , იბრძვის მარად ცა ქართული - ღმერთთაღმერთის გასახარად ... მართალთ სულის მდიდებელნი - ქრისტეანნი ჩვენ ვართ გვარად , მეომარნი ვართ ქართველნი - ჭეშმარიტნი გულით მარად ... მებრძოლები თეთრი მეფის - სიწმიდეთა მცველად ვდგავართ , იმედით და რწმენით ღმერთის - ჯვარზე გაკრულ ქრისტეს ვგავართ ... ლურჯა ცხენთა და თეთრ რაშთა - დიდება ქრის ჩვენში ქარად , ვამირანობთ - ფრთების გაშლა - გვიყვარს ნთება თეთრ ცისკარად ... გორგასალის ზუჩი გვადგას - და გულით ვქუხთ შემაზარად , თეთრ გიორგის სული გვიდგას - მიტომ ვდგევართ მუდამ მყარად ... ჩვენში ტრფობა არსს ბიბლია , სიყვარულით გვიყვარს ბრძოლა , არწივების სამშობლოა - საქართველო ღმერთისტოლა ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი