საქართველო


ნიკოფსიიდან დარუბანდამდე
მხრებგაშლილო და ადიდებულო,
მარად მეომარ გულით ზეცამდე,
სულო ღმერთამდე ამაღლებულო...

წმიდათ სამშობლოვ ღმერთის აღთქმულო,
ხმალამოწვდილო, მარად მებრძოლო,
შენ სიმამაცით სახელგანთქმულო -
დაარისხე ბრგევ ხმანი საბრძოლო...

ურყევად მდგარო მუხავ მაღალო,
უზენაესის მიერ დარგულო,
შენი მეხოტბე ვარ სულალალო,
შენ სამოთხეში ფესვებგადგმულო...

ელიას ხალენს მხრებით ატარებ
საღმრთო კვართითა გამშვენებულო,
შენი სინათლით ყოველს ანათებ,
სვეტიცხოველო - გაბრწყინებულო...

შენ გიცავს მუდამ წმიდა გიორგი
და ღვთისმშობელი მარად გმფარველობს,
თავსსა გადგია ეკლის გვირგვინი -
წმიდა სიწმიდევ - გავხარ ანგელოსს...

განდიდებულო სულო ქართულო -
რუსთველის ენით ამღერებულო,
მგეო, მარადის ზე შემართულო,
სულო თეთრ რაშზე ამხედრებულო...

ლურჯა ცხენებო, ტატოს მერანო,
იდუმალო - ილიას აჩრდილო,
აკაკის სულიკოვ სულ კენარო,
ვაჟას არწივო - ფრთაებ გაშლილო...

ქრისტეს ტრფიალო, გურამიშვილო,
ამღერებულო ხმებო ჩაკრულოს,
სიყვარულისთვის სისხლად დაღვრილო,
ქრისტე ღმერთივით ჯვარზე გაკრულო...

შენი მხნეობა ძალზედ დიდია,
ვერ დაგაჩოქეს დაუძლეველო,
ვაზისა ჯვარი მკერდზედ გკიდია,
დროა მოსული რომ იქართველო...

შენ ხარ ვენახი მამა ღმერთისა,
მოვიდა ჟამი რომ იყვავილო,
აენთე მზედ და ერად თეთრისა,
რომ შენ დიდებით ყველა დაჩრდილო...
-
დაიდგი თავსსა მზის მუზარადი -
მეფე მუეფეთა მზრდელო საანგელოვ,
დიდება შენდა აწ და მარადის -
გაუკვდავებულო ჩემო საქართველოვ...

01-02-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი