სითეთრე


წამოიმართა თეთრ ანგელოსად,
ფრთაები შალა უუთეთრესი,
ცის თეთრი სული საქართველოსა -
ბრწყინავს ღმრთაება უდიადესი...

არსება თეთრის უუკვდავესი -
გასცემს მარადის თეთრსა სიკეთეს,
თეთრი კრისტალი უუნაზესი -
შეაწყდა ფიფქი სულის სითეთრეს...

სამოსად ამკობს თეთრი სიწმიდე,
შვენის სიმდაბლე უუმაღლესი,
სასუფეველის თეთრსა სიმშვიდეს -
თოვს მნათ ფიქრებს უიდუმალესი...

ბუნება თეთრის - უუცხადესი -
ნათლავს სამყაროს თეთრი ფერებით,
წმედს სითეთრითა უსათუთესი,
აღვსებს უთეთრეს ენერგიებით...

უნათლეს მზეზე - სულით ანათებს,
თეთრად კაშკაშებს - უბრწყინვალესი,
თეთრი გრძნობებით სულთ ასპეტაკებს -
უფალი ღმერთი - უზენაესი...

მსუფევი - თეთრი სრულყოფილება -
თვისი სითეთრით გულებსა იპყრობს,
ოდეს ერწყმები მშვენიერებას -
თეთრი ცრემლებით სულიწმიდას გრძნობ...

მოელავს ხანა სულით თეთრების,
უთეთრეს სხივებს მნათე ამოდ თოვს,
თეთრი მეუფე დიად ღმერთების -
მგე სიყვარულით ქრისტე ბობოქრობს...
-
თეთრი სამოთხე, გადათოვლილი,
სულს შეელექა თეთრი სინაზე,
გულში აყვავდა თეთრი ყვავილი
და არსებაში შობა სითეთრე...

	09-02-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი