არქანგელოზნი
ღვთაებრივ ცეცხლით ანთებულმ, დიად ბუნების თეთრ სულმა, მგეთამგე თეთრმა სერაფიმმ შალ ექვსივ ცეცხლოვანი ფრთა; ღვთაებრივი სიყვარულის ელვები გასტყორცნა სრულმა, წმიდათ გულებში აანთო გრძნობა სასუფევლის ფერთა... - მრავალთვალა ქერუბიმნი, სიბრძნისა აპოთეოზნი, საყდარნი და უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი, ნათლის მთავარანგელოზნი და მფარველი ანგელოზნი, გვიცავენ და გვასწავლიან ღმრთის ქმნილი საოცრებანი... მიქაელ მთავარანგელოზ, რომელ არსს ვითარცა ღმერთი, ცეცხლოვანი მახვილითა მუსრავსა დემონურ ძალებს... ღვთიური მადლითმოსილი წმიდა მეომარი თეთრის, შეგვეწევა ბრძოლაშიგან - თუ მოვუხმობთ მისსა სახელს... ვვედრი წინაისწარცნობას დამდაბლებულითა გულით, მთავარანგელოზ გაბრიელს, რომელ არის ღვთისა ძალი... იგი ღვთის გმირი ღმერთკაცი შემოსილი წმიდა სელით, განგვამტკიცებს სიმართლეში იდუმალი ძალთაძალის... საიდუმლოებებს გვიხსნის ცეცხლოვანი ურიელი, მონანულთა მფარველია, შეგვამეცნებს უფლის ნათელს... შეგვეწევა ლოცვაშიგან მლოცველი სელაფიელი, რაფაელი კურნავს სნეულს და იძლევა სულის ნუგეშს... გაჭირვებულთა შემწეა და წმიდათ მადიდებელი, უფლის დიდების მაცნე მნათე იეგუდიელი... უფლის გზებისა და ღვაწლთა კურთხევის შუამდგომელი, კეთილ განძრახვებში აღგვძრავს დიადი ვარაქიელი... 12-03-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი