მეფე მოდის


სამართალის განსაკითხად მოდის ქვეყნად ძე იოსი,
მისი ხმა წვდება ყოელ სულს და სრულიად სამყაროეთს;
გეშინოდეთ, ძრწოდეთ, თრთოდეთ ყველა მკვიდრი მსოფლიოსი,
გრგგვინავს ღმერთი დიდებისა, შიშის ზარს ცემს სამზეოეთს...

ნეტარია იგი ვისაც თვის ფრთათა ქვეშ შეიფარებს,
ნეტარია ვისაც ღირს ქმნის უმზიროს მის ნათელ სახეს;
უშიშარი სულით მოსავს ვის გულშიდაც დაივანებს,
შვენის დიდება და ქება - უფალო - შენს წმიდა სახელს...
-
ღვთის ძლიერება წმიდაში ღაღადებს ჭეშმარიტებას,
ბოროტმა ჭამოს ბოროტი, ეგოს კეთილად წმიდებსა,
სირცხვილიჭამეთ ცრუებმა, გულწრფელებს შვენით დიდება,
ამოწყდით ფარისევლებო, იხარეთ გულით მართლებმა...
-
მეფე მოდის, მეფე აქ არს, სულიწმიდით ბრწყინვალებსა,
ცოდვის შვილნო გეშინოდეთ, მეფე მოდის, მეფე წვავსა;
ასამართლებს სიმართლითა, შიშის ზარს ცემს ქვეყანასა,
უზეესი ძალი შესწევს ღმრთისა ცხებულ ნარიმანსა...

12-03-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი