ვივა მთა გლორია


სიმამაცემ განგადიდა,
ბავშვი იქეც მეომარად;
თანაგრძნობის სული გწვრთნიდა,
სიმართლემ გშვა ქრისტეანად...

მართლმადიდთა ხმად დაირწევ
მტერთა ზედა შიშის ზარად,
რასაც სახავ მიზნად აღწევ,
 სიწმიდე გაქვს ხმლად და ფარად...

ჩარჩოთა ლეწ - მარადი ძე,
რასაც შეწვდ - არც დასიზმრიათ;
საოცრებად ანათებ მზე,
მეცხრე ცად ფრენ სხივთ არიად...

ფრთაძლიერი დიად მცველად,
მაღალ სულის - მგე გენია,
ვარსკვლავურ ცის დგეხარ მწვერვლად
და გალობ - "ვივა მთა გლორია"...
-
მებრძოლ სულით არ დაეცე,
სიყვარული ხატე მარად;
უკვდავ ღმერთით შეიმოსე,
ამაშია გულის ძალა...

სულისა მზე არ წყვეტს ციმციმს,
სუფთა გული სიწმიდით ცემს;
საკუთარ თავს ვინც ცნობს იცის,
მეს სახელად ქვია ქრისტე...

ამა მცნების ნების დამცველთ,
ჭეშმარიტი იცავს მარად;
წმიდა სული შეიმოსე,
სიყვარული არის ძალა...

19-03-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი