"წყევლა" ჯვარის სდევთ ციერებს


შენ გმორჩილებენ იოელ ელი -
ფრთების ფარფატით მქროლი ანგელნი;
აგვიხილ თვალნი შენი ნათელით,
გვაკურთხე მზეო შენი სულელნი...

ღვთაებრივი ჰარმონიის
სულისა მარადისობად,
დაგვადგი თავზე გვირგვინი
უძლიერეს ნებისყოფად...
-
წყეულია ცოდვის შვილი,
ბრძანებ მცნებით ბობოქარით,
ხსნა თუ მხოლოდ ჯვარზე გადის,
აჰა - მზად ვარ - გამაკარი...

თუ გოლგოთას გზაა მხოლოდ
ერთადერთი გზა სავალი,
აჰა - მზად ვარ - ბოლობოლო -
დაასრულე ეს კოშმარი...

ღმერთო ხო ხარ ყოვლისშემძლე,
აღარ ძალმიძს, დამიხსენი,
ვითარ ვიხსნა ქართული მზე,
ხსნა სადაა ამიხსენი...

აქ არ უყვართ, გულს ვერ ცნობენ,
აღარ ძალმიძს, ერთურთ სჭამენ,
სიბნელეა, წმიდანთ გმობენ,
ვერა გცნობენ, დავიღალე...

სიყვარულის სდევნიან სულს,
დამეკარგა ბერს სიმშვიდე,
არც ოჯახი, არც ცა არ სურთ,
არც სამშობლო, არც სიწმიდე...

აჰა, ვევნე და ვეწამე,
მკვდარნი გულით ასე მკლავენ,
რაგ სურს ღმერთო ჩემგან ბრძანე,
დავიღალე, დავიღალე...

ესე სუსტი, ესე ნაზი,
ჩემი სული შეიბრალე,
გევედრები შენი შვილი,
ღმერთო ცოტა დამეხმარე...

მეფეო და მძლეთამძლეო -
აბობოქრდი ბობოქარი,
ხმა გაიღე ქრისტე ღმერთო,
დაასრულე ეს კოშმარი...

წყეულმც იყოს, წყეულმც იყოს,
ყველაფერი ამ სიზმარის;
წყეულმც იყოს, წყეულმც იყოს,
უშენო ფიქრთ ყველა წამი...

-
*ცოდვა აკარ - სიკვდილ მოკალ* -
"წყევლა" - ჯვარის - სდევს ციერებს!
ასე ამბობს გული ვაჟკაცთ -
რაიც არ გკვლავს გვაძლიერებს..!

22-03-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი