ფრთათა შეჯიბრებაზე
კივიან დემონები, გალობენ ანგელები, როიალის შავ-თეთრი ტირიან კლავიშები, კვლავ ფრთათა შეჯიბრების ღამეა შეშლილების, ფერადი გრიგალები, დაქრიან ქარიშხლები... წმიდა ადრენალინის მეუფე ლურჯი ფერის, უქათქათეს ფრთიანი ვერ მცანით მიქაელი, გესლიანი ხარხარით ხარხარებს ლუციფერი, წყევლას ვერ გაექცევით, კარმას შობს საქციელი... - უმანკო და სპეტაკი თეთრის სრულყოფილება, უფაქიზეს ბუნების მისი უბრალოება, მასში აბსოლუტური მიყვარს თავისუფლება, მიყვარს იგ სიცხადე და თეთრი ჭეშმარიტება... უხდებ მიჯნურის შავ გულს თეთრი იდუმალება, მის იქითა შავია ბოროტების ღიმილი, მისტიკით შემოსილი მკაცრად დაიარება, მოდის ელეგანტურად შავი ფერის სიკვდილი... მუქ მეწამულ ძოწისფრის ცეცხლოვანი ბუნება, სიცოცხლის ენერგიის მწველი ძალაუფლება, ო,ის ტიტანიური გულის ჰიპერაგზნება, სიყვარულისფერული მიყვარს შურისძიება... ოქროსფერი ყვითელის ის ბუნება მეფური, მსუბუქ ფრთაებით ფრენა, გრძნობა ბედნიერების, მზისფერი ელვარება და სიმაღლე ზეური, მიყვარს ამაღლებული ფერი მშვენიერების... მწვანე რწმენის ფერია უკვდავების შეგრძნებით, სიკეთის და იმედის და სიცოცხლის სიმბოლო, ოცნება იარება თურმე მწვანე კოცნებით, მწვანე გამარჯვებაა სიკვდილზედა სულ ბოლოს... მეგა გრძნობისფერია ლურჯი უსასრულობა, მიყვარს ლურჯი ამბორი და ლურჯი სილამაზე, ცისფერის იისფერი ლურჯი მარადისობა, სიმშვიდე, ჰარმონია, მიყვარს ლურჯის სინაზე... წყვდიადის შემანგრეველ უზენაესურ ძალით, გავეცი მზის სხივები სულის მონასტერიდან, ვშალე ოცნების აფრა, ყოელს მოვავლე თვალი, ვფანტე ლურჯი ფანტელი თეთრი მწვერვალებიდან... ლურჯი ფერი ვერ იცან ფრთათა შეჯიბრებაზე, რა აზრი აქვს მოგიწყო აქ ფერების სეზონი, არჩევანი შენზეა, გამეფდება შენს ცაზე, ან ნათლის ანგელოსი, ანაც ბნელი დემონი... თეთრებს ადიდებს ზეცა და უნდა შეწვდე იმ გულს - რომელ ძეა და არა - ორი ბატონის მონა, რომელს ადიდებ სულში, რომელი უფლის შვიდ სულს, შავი დედოფალი ხარ თუ ცის თეთრი მადონა... - სულიერი სინაზე - სიფაქიზე გულისა - მზეს უხდება მშვენებად სისპეტაკე თოვლისა, ფიქრია და მიზანი - დევიზია მაღლისა - სიყვარულის ღმრთაება უპირველეს ყოვლისა... 03-04-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი