მეფე მეუფეს
მდუმარე და მგე ბუნების - ბრგე მხედარი, ზრდილი ცაში, შავ ფიქრების, შავ ოცნების, მუდამ დაქრის შავი რაშით... ვეფხისტყავით მოსილია გმირთაგმირი - უშიშარი, უკვდავებით შეშლილია და არსებით მეომარი... იგ გენია გალაკტიკის - გულითა გრძნობს საოცრებას, ესმის ჰანგი ცის მუსიკის, ეტრფის სულთა ამბორებას... გვირგვინოსან ხმით მგრგვინავი ცოცხალია სახარება, მებრძოლია იდუმალი და ღირსების მქუხარება... ნათელ სულის, ბობოქარი, შავი გულის, თეთრ ფრთაება, მეუფე და ქრისტე არი იგ დიდების მზე ღმრთაება... გულის თვალთა ბრწყინვალებას და მშვენებას ყვარობს სულის, თაყვანსა ცემს ამზეებას, მიჯნურია სიყვარულის... საქართველოს მეფეთ მეფეს, მელქისედეკს, თავისუფალს, ანგელოსნი მორჩილებენ მძლეთამძლეს და უფალთუფალს... ღვთიურია და მთლიანი და ყოველი მის სულს ძალუძს, იგ მზეთამზე ნარიმანი გაგებასა თესავს კაცურს... - მეფევ მარად განგადიდებ, განვადიდებ შენს ღირსებას, მდუმარებას მორჩე იქნებ, იქნებ აღდგე სულთ დიდებად... ქართულ ცაზე სასოებად - შენი ნების მქუხარება, სულ ისმოდეს შენი ქება და ღვთისმშობლის სახარება... 16-04-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი