ფარული მზე


უკიდეგანო არის გონება
და სიყვარულის არის ბუნება,
სუყოველივე მას ემონება,
მას ემონება თვით უკვდავება...
-
კოსმოსს ანათებს ლურჯი მზე სფინქსი -
მოლურჯო ელვებს თოვს თვალებიდან,
როგორც ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსი -
ცეცხლის ალს აფრქვევს ქრისტე ფრთებიდან...

მოდიან ცეცხლის მდინარეები
მეფის დიდების თეთრი ტახტიდან,
რომ გადაბუგონ ცოდვის გზეები
და განიწმიდონ სულნი ჯვარიდან...

ანთებენ გულს სრულყოფილებით
და სულს ავსებენ ათინათებით,
ჯვარზე გაკრულის წმიდა ფიქრები -
ქრიან ცეცხლოვან წითელ რაშებით...

ფრენს უსაზღვროო ფიქრთა სივრცეში
მარადისობა ლურჯი ფრთაებით,
ქრის ქარიშხალად უკვდავთ მხარეში -
გულის გალობა ისმის ღვთაების...

მას უკვდავებას სხივმოკამკამეს -
ღმერთსა სამებას ფრთიან სულისას,
მეუფის გრძნობათ ლურჯ ოკეანეს
შეაწყდ წყარონი სიყვარულისა...

მეწამულ ვარდებს - თოვს სისხლის წვეთებს -
ხუთი ჭრილობა ჯვარცმული გულის,
რომელიც ჩუქნის უკვდავის ფრთაებს -
მოკვდავებს რომელთ მზე სწამთ ფარული...

მზე - რომელს ძალუძს სუყველაფერი
ღვთაებრიული სრულყოფილების -
უხილავი და სხივ-იისფერი
ყოვლისმომცველი სიყვარულებით...

17-04-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი