სინაზისფერს


სინაზისფერს თოვს ფერი სხივთ
და სულის გულს ააზიზებს,
იმ იისფერ - სულიერ მზის -
სილამაზე აფაქიზებს...

აფაქიზებს გრძნობით მხარეს -
სინატიფე აფრთიანებს,
სპეტაკ სხივთა ის ამბორი
ცათა ცის ნაზ სულით მანთებს...

11-05-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი