მი
მი სევდის სული სულ სხვა ფერია, სულ მუდამ ათოვს ფრთაებს სინაზე, ფიფქები ჩემთვის ყველაფერია, იისფერია ფიფქთ სილამაზე... მოტრფიალე ვარ ფერის მზისფერის, ის ოცნებაა მაღალი - შორი, ო, სულ სხვა განცდით მიყვარს ცისფერი, მიყვარს ცისფერი ზეცის ამბორი... მტანჯავს ფერები თეთრი ქალღმერთის, მი სიყვარული სულ სხვა ფერია, გულს ესმის ღრმა და სულით თვითერთის და მი სიმშვიდე ლურჯი ფერია... 13-05-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი