ბავშვი
"მთავარია გულში იყოს ზეცა", მთავარია იყო ბედნიერი, თამაშია და ვთამაშობ მეცა, სუფევსა სევდა - ქრისტესმიერი... როცა ასე ძლიერ უჭირს ერსა, როცა იტანჯება ბავშვი-ბერი, სუყველაზე მეტად ტკივა ღმერთსა, მე ამ ტკივილებზე გულით ვმღერი... ბავშვის, ბავშვის გულში სუფევს ზეცა, ბავშვი არის მხოლოდ ბედნიერი, მხეცი, ვინც თვის თავში ბავშვი მოკლა, მხეცთა გამოათაყვანეს ერი... დედი, დედი მტკივა შენი ცრემლი, ვეღარ ვუძლებთ, მე ხომ ვხედავ დედი, აუტანელ ტკივილებსა ვებრძვით, მხეცთ სურთ გამოჭედონ ჩვენი ბედი... გული, გამუდმებით ტირის გული, რამდენს უძლებს თურმე დედა ღმერთი, რა რთულია ყველას სიყვარული, როცა მხეცი ძალადობას ეტრფის... ბავშვთა როგორ ძლიონ მხეცებს დედი? ანგელოსებს შეგვაკვეცეს ფრთები, წყეულია ქვეყნად ბავშვის ბედი, დედი, ამის შემხედვარე ვკვდები... დედი, გული გამიმაგრე დედი...მე მსურს ბავშვთა გამოჭედონ ბედი, მამას თხოვნა გადაეცი დედი:- ყველა ბავშვი დაიფაროს დედი... 22-05-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი