თვითმკვლელ ბავშვის აღსარება


ფრთამოტეხილი ვიდოდი ქვეყნად,
ვიდოდი ქვეყნად ადამიანად;
ბავშვმა ვისურვე ზეცად გაფრენა,
მე სიყვარულმა ამაფრთიანა...
მე სისასტიკე ცხოვრების მშლიდა,
გულზე მაჩნია მისგან იარა;
ეხლა ვისვენებ, ეხლა ვარ მშვიდად,
სულის ტკივილებმაც გამიარა...
მე ეს სამყარო ფრენისთვის დავთმე,
ეხლა ფრთიანი ანგელოზი ვარ;
მე ბოდიშს გიხდი დედი, რომ დაგგმე,
გთხოვ არ იდარდო, ღმერთთან მივდივარ...

18-12-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი