ააფრიალეთ დროშები ჩქარა


ცაზე მიჰქრიან თეთრი რაშები -
ცეცხლოვან ფლოქვთა გრიალით ჩქარით,
ავაფრიალე თეთრი დროშები,
თეთრ მწვერვალებზე ბობოქრობს ქარი...

ქართული სულის გამარჯვებების
მაღალ იდეის ცით რეკავს ზარი,
ფრთიან ბუნების ლურჯ ზმანებების
ზეცას შეაწყდა ფიფქების ჯარი...

თავისუფლების, ქართულ დიდების,
მაღლა აღმართეს თეთრი დროშები,
წმიდა ოცნებით სულით წმიდების,
ცაზე მიჰქრიან თეთრი რაშები...

აჰა, გაჰკვეთეს ლურჯი კამარა,
მიწვდა ფიქრები ცათა ცის მწვერვალთ,
აღმართეთ მაღლა დროშები ჩქარა,
ვედრეთ ერთობა სვებედის მწერალს...

აენთეთ სულით - მომართეთ ქნარი -
თეთრი ფიფქების ნაზად მთოვარი,
უმანკო ღმერთი, მშვიდი და წყნარი,
ვადიდოთ ერთხმად მზე მაცხოვარი...

საქართველოა თეთრი ტაძარი,
დავუდგეთ მედგრად სამშობლოს ფარად,
ცაზე აენთო ცეცხლის ცისკარი,
აღმართეთ მაღლა დროშები ჩქარა...

დიდება გმირებს, ვინც იპყრო ზეცა,
წინაპართ ხსოვნას დიდება მარად,
ანთეთ სანთლები, შეწირეთ ლოცვა,
ააფრიალეთ დროშები ჩქარა...

ცეცხლის გრიგალში იწრთობა გული,
ვუერთგულოთ ღმერთს მუდამ უკვდავად,
დროა შეერთდეს ქართული სული,
მაღლა აღმართეთ დროშები ჩქარა...

აღდგომის სულის ცით რეკავს ზარი,
ცხრაკლიტულს ლეწავს ხარი წიქარა,
მაღლა ასწიეთ ქართული ჯვარი,
ააფრიალეთ დროშები ჩქარა...

აახმიანეთ ბუკი, ნაღარა,
ვაშა იმ გულებს ვინაც ამაღლდა,
მაღლა აღმართეთ დროშები ჩქარა,
დღეს გამარჯვებას ვუმღერთ ხმამაღლა...


19-04-2020
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი