აი ია სიყვარულის
გალაკტიკურ მნათ ორკესტრის დიად გულის დირიჟორი, ვირტუოზი მგე პოეტი - ციერი ვარ რეჟისორი... მარადისი მიჯნური და სულის გულზე ცის ამბორი, შემოქმედი გენია ვარ და ოცნება მწვერვალთ - შორი... უკვდავ რითმებს, ვთოვ კლასიკას, ვხედავ ღვთიურ სხივთ ნათებას, ვუკრავ ქნარზე ნაზ მუზიკას და ვუგალობ ამზეებას... გულით ველტვი თეთრ მისტიკას, ვფრენ სამყაროს ცათა ცაზე, ვარსკვლავს ვაწყვეტ გალაკტიკას და ვეშვები პლანეტაზე... მზე მეუფეს მწველ ტუჩებზე ღიმილები დამთამაშებს, მოვაგელვებ ლურჯ ღრუბლებზე ეტლში შებმულ თეთრა რაშებს... ფაქიზ სულებს და მწვერვალებს - იდუმალის ვეტრფ სიღრმეებს, მწვანე ელვებს - ვთოვ გრიგალებს, ვმღერი მუდამ მძლე სიმღერებს... შვენის ნათლის გვირგვინები გულშეშლილებს და ფრთასრულებს, სულის ნაზი გალობებით კვლავაც ვიპყრობ სპეტაკ გულებს... უნატიფეს - უკვდავ გრძნობის - ტრფიალების ლურჯ ლაჟვარდებს, ვთოვ ნაზ ფიფქებს ღვთიურ ტრფობის, ვისვრი ციდან თეთრსა ვარდებს... ვკოცნი ლტოლვით ტკბილ ტუჩებზე ნაზი გულის ანგელოსებს, შარავანდედს ვადგამ თავზე სულით წმიდა მანდილოსნებს... გული უსმენს გრძნობას კაცურს, მეუფება შვენის გმირებს, ვთესავ ღმრთისა ნებას ქართულს და დიდებით ვაგვირგვინებ... ვქრი ამური - ვანგელოსობ - ქრისტეს სული თეთრ ფრთაება, ვანთივარ და გულით ვმეფობ სიყვარულის მზე ღმრთაება... - მამაცისა მიზანი და მაღალ ზეცის ფესვებია, სიყვარული გვირგვინიდა უკვდავების ფრთაებია... სულიერი გამარჯვება და ვარსკვლავის დაბადება, ყოველივე იწერება, ყური უგდე ცის სწავლებას... თუ სიწმიდეს ვიმკით ბოლოს, არ დავთმოთ თუ გვევალება, სიყვარულით თუკი ვბრძოლობთ, ცა ამართლებს საშვალებას... ვინც ენდობა ღვთის განგებას, ვინაც სიტყვას ეწამება, ვის გულში აქვს მგე გაგება, იგი არის სულსავსება... ვისაც სულზე აწერია სიყვარულის უკვდავება, ვინც ამ გრძნობის ერთგულია იგი არის პიროვნება... სამება, ვით მზის მსგავსება და სიმაღლე მარადისი, იგი არის ღვთის ხატება ვისშიც სუფევს პარადისი... - უგვირგვინო მეფე ვარა იდუმალი და უკვდავი, დაუცხრომლად სულმედგარმა ვსძლიე მტერნი უხილავი... ზეციერსა მხედართმთავარს მაქვს უფლება ვშალო ფრთენი, სულიწმიდით მოსილი ვარ - ორლესული ნების გენით... წმიდა გივარგ ცეცხლის შუბით თავებს ვუპობ გველეშაპებს, მწარედ ვცინი - ჭრელი გულით ვინც ემონა გესლიანებს... ხელთ მიპყრია - *დედაენა ნათლისმცემელ იოანეს*, უკან სვლა და აღმაფრენა მე ვუბრძანე იორდანეს... სულიწმიდის ცეცხლით ვნათლავ და წყლის სულით ოკეანის, შევიწყალებ მხოლოდ მდაბალს - ვინაც ცოდვას შეინანის... შერცხვება ვინც სული ანდო ქაჯებს, მგლებს და კუდიანებს, ინანებს ვინც არ უსმენდა შავი გულის თეთრ წმიდანებს... - სიყვარული იბერთ შვენის, ეს სიტყვები სამარხია, საქართველო ქართველების ერთი დიდი ოჯახია... ამაზე დიდს ვერვინ იტყვის, თავგანწირვა ფასობს ღვთისთვის, გმირებს ძალუძთ ტრფობა სიტყვის, სულსაც თმობენ სიმართლისთვის... ქართველების ერთობისთვის, უმანკოთა დაცვისათვის, სიყვარულის მეფობისთვის, საქართველოს დიდებისთვის, ბედნიერი ის იქნება ვინც იცოცხლებს მოყვასისთვის, დაიმკვიდრებს უკვდავებას ვინც იბრძოლებს იდეისთვის... - ამ გაგებას ვინაცა მტრობს - იგი არის ქრისტეს მტერი, საერთოსა სიყვარულს გრძნობს ჭეშმარიტი ღმერთის ერი... მეფობს მეფე და მესიის - სიყვარული - რწმენას აქებს, ერთსულ ქართულ ეკლესიის - მზე - სამართალს სულ ქადაგებს... ვინც რას თესავს იმას იმკის, ღვარძლი ცეცხლში დაიწვება, სიყვარულის მგე ეთიკის მიმდევარი ამზევდება... ჭეშმარიტის მცნებათ დაცვას თან მოყვება ჰარმონია, აჰა, მოდის, აფრქვევს რისხვას, ვინც ვენახის პატრონია... სად ღვთიურ ნიჭს უარყოფენ - ვაი! ვაი!! - იმ ქვეყანას!!! ღირსეულნი შეიცნობენ - მარადიულ ზეცის ნანას... იისფერ ალს გულში ზრდი და მუდამ გიყვარს მზე ფარული, ასეთია სიმაღლე და აი ია სიყვარულის... 19-04-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი