ო, რამდენით უსწრებ ამ დროს


დალეწილი დაგაქვს მხრები
სხვა სამყაროს ფიქრებს სდევ და
ქვეყანას თუ გადურჩები
ჯვარს გაგაკრავს მკვლელი სევდა...

უკანონო ოცნებები,
გულში შავი ცისარტყელა,
შავი აის-დაისები,
სუნთქავ, გიყვარს, ცხოვრობ ნელა...

საკუთარ მეს ვერ უარჰყოფ,
კვდები ნელა რადგან ბნელა,
თავი სითკენ მიიდრიკო,
არსით ხსნაა, არსით შველა...

წყევლი ყოფას, გახრჩობს ბოღმა,
ცას ანათებს შავი მთვარე,
გადაგღალა ღმერთთან ბრძოლამ,
ის არ გითმობს შავ სამარეს...

იწვი, გტკივა სიყვარული,
ო, ვინც გწამდა მან უარგჰყო,
და მტანჯველი გრძნობა სულის
ძალა არ გაქ გამოხატო...
-
მარადებთა ტრფიალება
აუხატავს ციერ პოეტს,
სულის იის აალება,
ო, ის გრნობა ვერსად ვპოვე...

ქვეყანაზე არ არსებობს
ღვთაებრივი მიჯნურობა,
განა ეს არ უდრის სიკვდილს,
როს გულს ძალუძს ამურობა...

როს წმიდა სულს ვერა გცნობენ,
კლავ ტრფიალის ყველა ნდომას,
ჯვარის მტვირთველ ტრფობას გგმობენ,
განა ეს არ უდრის კვდომას...
-
ყოველივე იწვის ნელა -
ვით სიზმარი მალე ქრება,
სიყვარული ქრისტესხელა,
მხოლოდ იგი გადარჩება...

მიყვარს სულ სხვა ხალიანა,
ვეტრფი გრძნობას სულ სხვა ფერის,
განქარდება ეს ქვეყანა,
ცად იყვავებს ყველაფერი...
-
მდუმარ გრძნობის უკვდავება,
ვით უარვჰყო სულის რწმენა,
ვით  არ ვსდიო ამზეებას,
როცა ასე მინდა ფრენა...

როცა დაჰქრის თეთრი რაში
თავისუფალ ცის სიმბოლოდ,
ბილწი ქვეყნის მონობაში
ბედნიერმა ვით ვიცხოვრო...

ო, რამდენით უსწრებ ამ დროს -
გადაღლილმა ფრთაებმ მითხრეს,
მოისვენებ აქ ვერასდროს -
გულო - როდის უნდა მიხვდე...

20-04-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი