დაადუმებ მთელ სამყაროს
გვირგვინოსანს, შენ შეგფერის, რაც კი ითქმის სადმე გრძნობა, სიყვარულს ქმნი არაფერით, ყველაფერის გშვენის ტრფობა... მუდამ ჯვარზე გაკრულ ფრთების ტკივილებით იტანჯები, გრძნობ ბობოქარ მდუმარების სიდიადეს და დუმდები... გიყვარს მუდამ სინაზეთი, ღრმა ერთს უსმენ და მშვიდდები, მეფე ღმერთი საგულეთის - დრო მოვა და აჯანყდები... გარდმოგხსნიან მა ჯვარიდან სამუდამო გრძნობის თოვად, უკვდავების გამარჯვება და სუფევა შენში მოვა... ვით მთოვარე სულ მზიანი - სხივთ ჩანჩქერში ილივლივებ, აენთები ცეცხლოვანი - გაანათებ ყოველივეს... შენს სიმაღლის, შენს დიდების, როცა მიზანს გაასრულებ, წინაშე შენს მგე ღირსების, მთელს სამყაროს დაადუმებ... 22-04-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი