***
ფიფქავს თეთრი მთოვარე " ნაზად უთეთრეს სხივებს, მაღალ სიჩუმის გამებს " თოვს ლურჯი ღამის ქნარი, სადღაც შორს - ლურჯ მწვერვალზე " - ზეცად მივყავარ სიზმრებს, ვშლი უშველებელ ფრთაებს, " ვქრი თავისუფლად ვით ქარი... ფიქრის სიჩქარით ვწვდები " ლაჟვარდებს გალაკტიკის, ვარსკვლავს ვალსს ვეცეკვები, " მიღმიერ სიღრმეებს ვფლობ, სამყაროს სრულად ვწყდები " ნოტებით ცის მუსიკის, ჰანგებით უკვდავების " ახალ სიმღერებს ვგალობ... თეთრ მუზას ვეფერები " გრძნობებით მიჯნურ მეფის, ხელახლა ვიბადები " სულ სხვა სიმაღლის ღმერთი, იდუმალ ამბორებას " მი გულით მუდამ ვეტრფი, ვეთაყვანები გზნებით " სინაზეს თეთრ ქალღმერთის... შინაგან სიფაქიზეს, " უმანკოებას გულის, თეთრის უბიწოებას, " რომელიც სულ მამშვიდებს, ღვთაებრივ სინატიფეს " და სილამაზეს სულის, მის წმიდა ამბორებას " მარადის განვადიდებ... მის თვალთა სიიისფრეს " - ვუმზერ - ვიწვი და ვდუმვარ, სიყვარულს ვინ მაერთებს " ის მჩუქნის ძლიერებას, მის თითთა სისათუთეს " მივეფერები მუდამ, მარადის გავაღმერთებ " ქალწულ მშვენიერებას... ნათლთ-ნათელსა მნათესა, " თვითმყო იდუმალებას, ყოვლადწმიდა ბუნების " ყოვლადსრულყოფილ ღმერთქალს, შვენის სიდიადე და " მარადი ბრწყინვალება, სისპეტაკე არსების " შვენის თეთრსა დედოფალს... ცათა ცისა მზეთამზეს, " სულიწმიდა ღვთაებას, ვინ სულითა აერთებს " ყოელ დიდებულებას, უკვდავ გრძნობის სიტურფეს " - ვეტრფი დიად სამებას, მარადის გავაღმერთებ " სულით გამიჯნურებას... - სიყვარულის მშობელი " - სინაზე არსს ღვთაება, სიმამაცე მეფეა " - თეთრი მამა ერთია, უკვდავების მეუფე " უშველებელ ფრთაება - სიყვარული ქრისტეა " - სიყვარული ღმერთია... 13-05-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი