მე და ღამე და მთოვარე
საიდუმლოს თეთრ ქალღმერთის ღამე გულით დაატარებს, მთვარეც მიჯნურ ლურჯი ღმერთის ეტრფის ღამის უღრმეს აზრებს... მე კი ვდუმვარ და მათ ვუსმენ და ვერწყმები იმათ თვალებს, მიღმიერს და მბრწყინავს ვუმზერთ და ვუგალობთ იდუმალებს... ერთი გულით მოცინარე ვემსგავსებით ღმერთ სამებას, მე და ღამე და მთოვარე ვიბადებით ერთ ღმრთაებად... ყვავის გულში სიყვარული და სამყარო ჩვენში არი, ათასფერად მოხატული სიზმრების ქრის სულში ქარი... აფერადებს როგორც უნდა - ნაზი სული მარად ხარობს, სიყვარულით ხატავს მუდამ შემოქმედი თვის სამყაროს... სამიჯნურო - შეშლილ გრძნობით - გალობს გული ნაზ სიმღერებს, თეთრი მუზის მარადობის ანთებს სხივნი ლურჯ სიღრმეებს... ყოველივეს მარად მფლობელს - გული მოგავს სასუფეველს, შესაძლებლად აქცევს ყოველს - რწმენა გვჩუქნის სულის ფრთეებს... ტრფიალება ასულდგმულებს - ნაზ ოცნებებს და იმედებს, წმიდანთ ლოცვილს აუსრულებს - ღმერთის ნება სულ იმზეებს... - თეთრ ფერებში მოკამკამე, როცა მთვარე ფიფქავს ფიფქებს, მიყვარს ჩუმი ლურჯი ღამე - ნაზად რომ თოვს სათუთ ფიქრებს... მდუმარება გალაკტიკის სიმყუდროვის მჩუქნის ფერებს, ჰარმონია ცის მუსიკის სრულად მნუსხავს და მატყვევებს... სად გალობენ ვარსკვლავები და სული თოვს ტრფობის გამებს, იქ მთვარეს ვალს სვეცეკვები და ყურს ვუგდებ გულის ჰანგებს... სიყვარულის ამბორებით ვეწაფები ფიფქულ ტუჩებს, სილურჯეში ვიძირები და ვაღმერთებ ნეტარ წუთებს... გულში ხატავს თვით სინაზე უკვდა ვგრძნობის ფეერვერკებს, წვა და ხედვა და სიცხადე ზე სამყაროს სულს მაერთებს... - წყვდიადისფერ სიდიადით ვანთივარ და ცას ვანათებ, უზენაეს ენერგიით მზეებს თეთრად ეს მე ვანთებ... ვდუმ სიღრმეში იდუმალის მგე მიჯნური - მოელვარე, ვარ კოსმოსის ცის მწვერვალის ულურჯესი მზე - მთოვარე... ვის გარშემო იძვრის ყოლა, ვინ ანიჭებს ყველას ძალას, უსასრულოდ სრულის ტოლა ეს მე ვარ ცა - ათასთვალა... 14-05-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი