სიყვარული მეფობს მარად


ლურჯა ცხენების გრიალით
ქრის ცაზე კავკასიონის,
"ლექსის ვეფხვი და გრიგალი
მოვარდა გალაკტიონი"...
-
მოსდევს თან გრძნობათ ლაშქარი
იისფერ ნაზი ფიფქების,
ვარსკვლავებს ანთებს ტაძარში
გალაკტიკური სიზმრების...

ლურჯ ზეცაზე ხატავს მთვარეს
თეთრი სულით მოკამკამეს,
თეთრ ქალღმერთის მოელვარე
ელვა ათოვს ლურჯსა ღამეს...

ათოვს მთრთოლი ლურჯ პლანეტას
ათინათებს თეთრ სხივების,
დუმს და გალობს ცა ნაზ ნოტას
მიღმიერი ჩუმ ფიქრების...

ჩუმად ღელავს ოკეანე -
ტალღების ისმს ნაზი ნანა,
ცისფერ გრძნობის ეს სავანე
მუდამ მანთებს სულით გალას...
-
ნაზი სევდით ჩუმად ვიწვი
ცის ამბორით ამ გულთანა,
მი მიჯნურის ხმები მწველი
მესმის სულის უტკბეს ნანად...

როს თეთრ ქალწულს ვეფერები
სიყვარულის მეფე ვარა,
იისფრად ვთოვ და ფიფქები
ღაწვზე მადნებ ცრემლის ღვარად...

ო, წამება ამისთანა
და ტყვეობა ნაზი გულის,
არ სმენია ამ სულს განა,
მაგრამ სხვაა ცით ტანჯული...

წამებული სიყვარულით,
სიყვარულით ამისთანა,
ამისთანა დაგვა ცეცხლით,
არ მსმენია არსად, არა...

სულ მოგყვები ღმერთო გვერდით
უღალატო გულის გამას,
მუდამ სმენით შენსკენ ვფრენდი,
უკვდავებას ვთოვდით მამა...

ღმერთო იქნებ, იქნებ კმარა,
ხომ დამრეკე გრძნობის ზარად?
- არა, არა, არა, არა,
სიყვარული მეფობს მარად...

19-05-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი