აპოკალიპსის თეთრი მხედარი
გულის სიმებზე ციერ ნოტებად - ქათქათა ფიფქები წერენ თეთრ პოემას, რომ გამოვხატო მეფე პოეტმა კოსმოსის ბობოქარ სულის ეპოპეა... - ღვთაებრივსა და უზენაესურს, გრგვინვის მეუფე მეფე მზეჭაბუკს, ცეცხლოვან სულის მოყმეს ზეციურს - უკაზმავენ დიდს ბედის ბედაურს... ზე მეომარი იგ სულმედგარი - მძლეთამძლე გულის მგე დემიურგი, აპოკალიპსის თეთრი მხედარი - თეთრ რაშს მოახტა თეთრი გიორგი... სიბობოქრე და სიმხნე სულისა - ამკობს დიდება იმქვეყნიური, მას თეთრ ანგელოსს უკვდავებისა შარავანდედი შვენის მზიური... აღმაშენებლრივ ლომთა ლომებრივ, გიორგ ბრწყინვალებრ მელებრ გონებით, ერეკლესამებრ მრისხან ვეფხებრივ და სააკაძურ დიად ბუნებით, ჰანიბალური შეუპოვრობით, მაკედონელის მებრძოლ გენისა და გაიუსის მძლე თვითნებობით გადასალახად რუბიკონისა, სტალინისამებრ შეუდრეკელი, სოლომონისებრ დაბრძენებული, ახალი დროის ემანუელი, დავითის ტახტზე დაბრძანებული, ელიას სულით და მოსეს კვერთხით, მუჰამედური ალაჰის ძალით, უშიშარი იგ ვით ლუციფერი, ქრისტეშემოსილ გულის უფალი, დიდგორებით და ბასიანებით, გორგასალური გაქანებებით, ახალი ცეცხლის კართაგენებით, მოდის მეუფე გამარჯვებებით... წელზე ორლესულ მახვილ შებმული, ხელში შუბით და ცეცხლის ელვებით, იგ უძლეველი და დიდებული - ღმერთკაცი მეფე - მოდის ძლევებით... იერიქონის ქუხს საყვირები, ქრის საშიშარი სულის ქარები, ემორჩილება სტიქიონები, ნიკოლაოზმა შალა ფრთაები... შიშის ზარს ფენენ სამყაროეთსა - შვიდი ქუხილის რეკენ ზარები, აპოკალიპსის ცეცხლოვან ცხენსა მოაგრგვინებსა შემაზარები... მოალს მეუფე - ლურჯი პლანეტის ჩასაყლაპად მზად ეშმაკ და მაცდურ - დასაბამის იმ საშინელ დრაკონს - ცეცხლის შუბი რომ ხახაში ჩასცეს... რომ გამოიხსნას ქაჯთ კლანჭებიდან თეთრი პრინცესა ლურჯი სამოთხის, სასუფეველის ცისფერი ციდან იგ გმირთა-გმირი მეუფე მოდის... ღვთის მარჯვნივ მჯდომი - ციერ თქმულებით - ნიკოლაოზი სიტყვით გამოდის, ჭექა-ქუხილით - მუქლურჯ ღრუბლებით - მეფეთა მეფე უფალი მოდის... ამირანისებრ თავგანწირული, მიოლნირის მწევ ზევესურ გულის, უზადო მოყმის სული გმირული, მფლობი ცეცხლოვან ექსკალიბურის, აქილევსისებრ აბჯარასხმული, მკლავით ძლიერი ჰერაკლესამებრ, ლეონიდასებრ პატრიოტული, უმონებელი სამსონისამებრ, გილგამეშისებრ მაძიებელი, ნებროთისამებრ სწორუპოვარი, გოლიათების დამმარცხებელი, ამბრისებურად ბრგე მაცხოვარი, ვითარცა ღმერთი და ღმრთის ერთგული მთავარანგელოზ მიქაელივით, ვითარცა კაცი იგ ღვთიურ გულის მთავარანგელოზ გაბრიელივით, მიჯნურთ მიჯნური ტარიელისებრ და ავთანდილებრ მოყვრის მოყვარე, იგ სრულმყოფელი მამა ღმრთისამებრ და სულიწმიდით სულმოელვარე, ცათა ცის მნათე თეთრი მზეთამზე - ყოვლადძლიერი ყოვლადწმიდასებრ, იესოს სული ფრთაყოვლისშემძლე - რომანტიკოსი ეროსისამებრ, მხედართმთავარი უმაღლეს რანგის, ომთა ომებში გამონაცადი, იგ მრგვალ მაგიდის თორმეტ რაინდის წინამძღოლი და მეფე თავადი, მოაპობს სივრცეს სულბუმბერაზი, თავზედ ადგია მზის მუზარადი, უზენაესის ლაშქარს მოუძღვის იგი დიადი - სული მარადი... ვის დაჰკრავს მათრახს გინ ესვრის ისარს - შუაზე აპობს იგ მხნე სარანგი, უმრისხანესსა და გულბობოქარს - მას უმამაცესს მიჰყავს პარადი... ცათა ცად ადის წმიდას ღაღადი, თეთრ რაშს მოახტა თეთრი გიორგი, აპოკალიპსი მოალს ზარადი, ცეცხლის წვიმებს თოვს მგე დემიურგი... მაოხრებელი ქრონოსისამებრ ხედნის საბამის ტყუპისცალ ხარებს, იგ ცეცხლოვანი სურტურისამებრ - რეკს რაგნაროკულ მრისხანე ზარებს... რასაცა ბრძანებს იმას ამყარებს, თუ სურს ანგრევს და თუ სურს აშენებს, ჰოროსის თვალით უმზერს სამყაროს და ომის ღმერთის ტაიჭს აჭენებს... გამგებელია ოდინისამებრ ვალჰალას ოქროს სავანეების, შურისმძიებელს მარდუქისამებრ უპყრია ყოლას სადავეები... თეთრმან არწივმან ფენიქსისამებრ - შალა წმიდამან ცეცხლის ფრთაები, საქართველოის სული მძვინვარებს, მძვინვარებს სული მეფე ღმრთაების... თოვენ ელისეს ლურჯი მინდვრები, აპოკალიპსის ქრიან ქარები, იერიქონის ქუხს საყვირები, მარადისობის რეკენ ზარები... სიყვარულია ძალა ერთობის და უკვდავების მეფურ შეგრძნების, ეძებეთ გზები სულის განღმრთობის - დაირწა ხმები ქრისტეს ბრძანების... ღმრთის კანონებით უუძველესით - მსოფლიო საქმეთ თეთრი მმართველი, უუკვდავესი და უზეესი - იმეფებს მარად სული ქართველის... - გვირგვინოსან მზე მეფეს მოელის სვეტიცხოველის თეთრი ტაძარი, საკვირველებათ სხივთამთოველი - აენთო ცაზე ცეცხლის ცისკარი... 21-08-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
საწყენია რომ მსგავსი ლექსების ავტორი საერთოდ არ არის ცნობილი.
ჩემი აზრით ძალიან კარგი და განუმეორებელია