ამაღლება


შემოაცალე ნისლი არაკებს
და მი დიდების სახლი ააგე,
შენს სიყვარულზე მალაპარაკე,
ნება მომეცი ღმერთო ავმაღლდე...
-
რაიც მიგრძვნია, რაიც შევიცან,
სიტყვათა არსში რომ ძევს ელვაა,
მტანჯველი ნიჭი მაღალ ზეციდან -
გულით მესმოდეს  ჩემი წყევლაა...

წყევლაა რადგან ხანა შავია
და მგესლავს სიტყვა ეშმაკეული,
რადგან ქვეყანა ახლა ავია
სხვა სიმაღლეს ვთოვ მეფე ეული...

ვიქნები ღმერთით ამპარტავანი,
ქაჯთა წინაშე თავს არ ვიმდაბლებ,
ურღვევ ღირსების მი გალავანის
მეგა შეიცნობს მეგა სიმაღლეს...
2
ცაზე დავქრივარ თეთრი რაშებით
და მთოვარი ვარ მზიურ სხივების,
თეთრი გივარგი სულის ფრთაებით -
ბიბლიურ სიღრმეს ვხსნი მი სიტყვებით...
-
მემკვიდრე არის ზეცის სავანის
სული ყოველმხრივ სამართლიანი,
გულით უბადლო - გრძნობით მაღალი -
ღმერთს უყვარს კაცი ზრდილობიანი...
-
ანი და ჰოე ღმრთის სიყვარულის -
სინანულია რაიც გვაღვიძებს,
ნუღარ შესცოდავ სულსა სისრულის,
ქრისტეს მცნებები აქეთ გვიბიძგებს...

სასუფეველის სულთან გვაერთებს -
ანგელურია არსების ფლობა,
სიყვარულისა უკვდავების ფრთებს
გვჩუქნის სიფხიზლე-უცოდველობა...

მარად ღირსების იყო ერთგული -
ღვთაებრივია მგე ნებისყოფა,
რწმენა უზადო ნებით ფრთასრული:
აი მიზანი და მეს სრულყოფა...
3
მეუფის სული უკვდავ სიყვარულს
და ზე სიმდაბლეს გულით ატარებს,
მამაც ღვთაების ბუნება აქვს სრულს,
მზეა გუნებით და წვით ნეტარებს...

ზარად რომ ესმის ხმაა სინდისის,
პატიოსნების ზნით ის ამშვენებს,
ნათელ სულისას ძალა სიწმინდის
უბრალოების გზეებს აჩვენებს...

მარად ბობოქრობს, აროდეს ღელავს,
ჭეშმარიტებას მისდევს კვალდაკვალ,
აქვს სასოება ბრძენის და ელავს,
ციერ სიყვარულს თესავს გზადაგზა...

სუფევს სიმშვიდით იგ იდუმალი
და სიწრფელეა მის გულის კრედო,
მუდამ ალალი სულით ფრთამალი
ამ საიდუმლოს სიცხადით მეფობს...
-
მარადის მებრძოლ დიად გულს მეფურს
შვენის ფრთაები თავისუფლების,
საოცარია ქარიზმა - ზეურ -
სიკეთის სულის მატარებლების...

აურა ნაზი გრძნობათ მთოვარე
დადიან ქვეყნად ანგელოსები,
სიყვარულიდან გამომდინარე
რეაქცია აქვთ გასაოცები...

ცბიერ "ძლიერებს" არ უხრიან ქედს,
ეშმაკთ უთმობენ რამეს აროდეს,
ნიღაბს ახევენ ბოროტის მოქმედს,
ნება ღვთისა რომ ქვეყნად ყვაოდეს...

სპეტაკი სულის მწველსა სინაზეს,
უკვდავების იმ იისფერ ყვავილს,
ეტრფიან უჭკნობ ზე სილამაზეს,
მარადისობა მათ გულში ჰყვავის...
4
ჭეშმარიტება უბიწო არი,
თვის თავში უხმობს ვინაც ერთია,
ადამიანი არი ტაძარი,
მართალი გული სულით ღმერთია...

ღმერთების მრწამსი სიყვარულია,
მეობა მათი ანთებს სინათლეს,
მართლის დიდება ხომ ქართულია,
ამინ - უთხარი ციერ სიმართლეს...
-
უკვდავ გაგებით მუდმივ მზაობას,
პიროვნულ ნებას - გწამდეს - გიყვარდეს,
განადიდებდე ღვთიურ ზნეობას,
აი მიზანი, აი სიმაღლე...
5
რაა მარხული ზღვათა სიღრმეში -
გულებს უყურებს მზე ღვთისნიერი,
კარგი ეძებო ადამიანში -
არსს დიდება და გრძნობა ციერი...

განიკითხავ და განიკითხები,
ბოროტების კი გვმართებს მხილება,
დაცემულს აღდგეს თუ ეხმარები,
მიუტევებ და მოგეტევება...

საკუთარ თავზე უნდა  ამაღლდე -
ამას ასწავლის ქრისტეანობა,
გაჭირვებაში უნდა გამაგრდე -
უშიშარია ქრისტეს მხედრობა...

მოთმინებაო მარგალიტია,
მოვა დრო ახდის ყველაფერს ფარდას,
უზენაესი მაგალითია -
ყვაოდე ქვეყნად ეკლიან ვარდად...
6
უკვდავი გრძნობის ამბორებაა
მი არსებაში ქრისტეს რომ ხატავს,
ციერი სევდით - მონატრებაა,
სიყვარულია რაც მარად მდაგავს...

მისი არსება რომ გამოვხატო
გზა-გზა ვარიგებ გულის ნაწილებს,
ღმერთში ერთობა რომ ამეხატა -
ვაყვავილებდი სულის ყვავილებს...

მალაპარაკა ლექსებით ღმერთმა,
ჩემი ლექსებით მეფე გარიგებთ,
"მე ვერ გამიგო ქართველმა ერმა,
ალბათ მოვა დრო ცოტას გამიგებთ"...

სულის გვირგვინებს თუ ვით ვარიგებ
და სიყვარულით რომ ლეგენდებს ვთოვ,
ალბათ მოვა დრო როს გულს გამიღებთ,
ისე როგორც გგრძნობთ ალბათ თქვენც მიგრძნობთ...

იგრძნობთ სინაზეს პოეტის გულის
და მარადობას მისი სიტყვების,
უკვდავ სიმაღლეს უკვდავი სულის -
იცნობთ დიდებას ქრისტეს მიზნების...

თუ ვითარ ეტრფის ნებას ღმრთაების
და ვით სწადია გულს აღზევება,
თუ ვითარ სწყურს სულს გაშლა ფრთაების -
ალბათ მოვა დრო ყველა მიხვდებით...
7
როს სიყვარულის ნაზ ფიფქებს გვათოვს -
მორწმუნე ღმერთის ენერგიებს ტრფობს,
სულ სხვა განცდებით რომელიც მათბობს -
მი სული მარად მის არსებას გრძნობს...
-
ო რა რთულია ღმერთს გაეჯიბრო
სიყვარულში და ერთგულებაში,
ო რა დიდია სულის გახედნო -
უზენაეს ცის იგ ცეცხლის რაში...

ჩემი ლექსების სულის გესმოდეს,
გესმოდეს მეფურ მი გულის ძგერა,
ო, როგორ მინდა სინაზით გწამდეს
მი ღვთაებრივი სულის სიმღერა...

28-05-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი