გადამთვრალია უცოდველობით


მე ვარა თეთრი დემონი, ხანდახან ასე ვეშმაკობ,
ვინაც მზის ნებას უარჰყოფს და თავი გონია ღვთის შვილი,
საკუთარ სახეს ვანახებ ვითომ სინდისით უმანკოთ,
იმათზედ მე ვარ სასჯელი და ჯოჯოხეთის სიცილი...
-
გულშიდ სულის ხატი სუფევს, ქრის ღმერთ, წმიდა ნებას ხატამს,
წმიდანი ცემს პატივს მსუფევს, არ ბილწავს ხატს, თვისი მზე წამს...
არის ხატი სხვა - მეორე, უწმიდურის სულით ხატამს,
გული უსმენს თვის ამორეს, ან სატანას ან ღმერთის წამს...

ან დემონი, ან ანგელი, თავზე უფლობ, ან მონახარ,
ამათ შუაც ხატამს ბნელი, ირჩევ თავად ვის სულის ხარ...
ქალს მეფას და კაცს მეუფეს - სიწმიდის წამს მარად მღვიძარს,
გულშიდ სულის ხატი სუფევს, გული წყვიტავს სულით ვინ არს...
-
ვისშიც მეომარის სისხლი ჩქეფს და მტრის სისხლი სწყურია,
ის ყველაზე სასტიკია ვის ატანა შეუძლია,
ეშმაკურად იდუმალი ის ფიგურა საშურია,
იგ სხვა მცნებებით არის, იმან უკვდავ შიმშილს ძლია...

ღმერთისთვის ვინც სულს დაკარგავს, ვინც წერს სტალინურ ბალადას,
ვინც საკუთარ მეს გასწირავს არის საშიში ყველაზე,
ნიკოლაოზს არმიაში ყავს თეთრ დემონთა არმადა,
მათ ევალებათ რომ სწამონ ულმობელების ენაზე...
-
"თვის თავშია ყოვლისშემძლე, არ ცალია თავში გვირტყას,
სად ცალია რომ გვიმტკიცოს თუ როგორი მართალია,
იდუმალი უსაზღვრობის გულმოწყალე გვიგდებს სიტყვას,
მარადისი სიყვარულით და სიწმიდით იგ მთვრალია"...

იგ მთვრალია მიჯნურობით და არსებით თეთრ ქალღმერთის,
სუფევს ზეცად მარად მშვიდი და ყველაზე მაღალია,
გვიგდებს სიტყვას უკვდავების იგ უკვდავი ღრმა თვითერთი,
რაც ცხადია თუ არა გწამს - შენ გიმტკიცოს სად ცალია...
-
ვინც რომ ფიქრობს იგი ხვდება, უთვალავი აქვს ცოდვები!!
რა აზრი აქვს მცირე თუ დიდ!! - ცოდვით ღმერთი უარჰყავი!!
ნუ უყურებ სხვას ნურავის!! ღმრთის განგებას ვერ შეწვდები!!
თავი შენი განიკურნე!! - განა ამას არ ასწავლი?!

ზრდილობა და უზრდელობა განგვისაზღვრა მაღალ ღმერთმა!!
სიწმიდეთა ღალატისთვის ღვთის განკითხვა ყველას ელის!!
ნუ უყურებ სხვას ნურავის!! - შენ არჩევანს ყურობს ღმერთი!!
სხვისით შენ ვერ, შენით ვერც ის, სინანულით გავმართლდებით!!

ყველას თვისი ჯოჯოხეთი, უკან დასდევს, არ შორდება,
ადიდებს სატანას ვინაც ამ ქვეყნადვე ჯოჯოხდება...
სასუფეველს ვინაც უსმენს, უწერია ამზეება,
ხატსა წმიდად ვინაც იცავს ამ ქვეყნადვე სამოთხდება...
---
სიყვარულის ფანტელებით შენი გული დაიფიფქოს,
ზეცის სათუთ ამბორებამ სულის გული აგითრთოლოს,
ძლიერ მინდა თეთრი ფრთები ნაზ ოცნებად ჩაიფიქრო,
ამ გულს უნდა ვით ანგელმა მარადისად რომ იქროლო...

სულიწმიდის ფანტელებმა რომ ითოვოს სამუდამოდ,
ატარებდე მგზნებარ გულით უკვდავების საიდუმლოს,
ო, როგორ მსურს სულში მეფას ხატად აღდგე საუკუნოდ,
ო, როგორ მსურს სიყვარულის წამი გერქვას უსასრულო...

	04-06-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი