ულურჯესი ღვთისმშობელი


ვტრფობ იდუმალ მოიისფრო - შენ ღვთაებრივ - ნაზ ამბორებს,
უნატიფეს სულით ხატავ უულურჯეს - სათუთ ღრუბლებს,
შენ მაღვიძე სიყვარულში, შენს მზეს ვერვინ განმაშორებს,
ზეცას გყვარობ დედუფალო, მი არსება გიერთგულებს...

უფაქიზეს გრძნობით ფიფქავ კრისტალურად სპეტაკ ფიფქებს,
ცისფერ ცრემლებს გულში ხატავ და მანახებ ციერ სიზმრებს,
შენ ანაზებ მი სამყაროს, ალამაზებ სულის ფიქრებს,
მუდამ მახსოვს მე ის გრძნობა, აღთქმას ვერვინ დამავიწყებს...

იმ დღეს ღმერთი ვიშვი სულით, იმ დღეს მიხსენ შენ ქართველი,
იმ დღეს ჯვარი ჩამაბარე სვეტიცხოვლის - თვითმპყრობელი,
გზას მინათებ, აღმძრავ ბრძოლად, მუდამ მშველი მი მფარველი,
სიყვარულის გამებს მჩუქნი ულურჯესი ღვთისმშობელი...

ვინ შემაბი მზეო სულზე ცისარტყელას ის სარტყელი,
მი სიცოცხლის თეთრმა მტრედმა შემქმენ ლაღად მგალობელი,
ნაზი გრძნობით სულის გულზე ამოქარგე ღვთის სახელი,
უკვდავებით მეყვარები ულურჯესი ღვთისმშობელი...
-
სამყაროში რაც კი ითქმის ყველა გშვენის ის დიდება,
ლურჯ ღვთაებას, შენ შეგფერის ღვთაებრივი ეგ მშვენება,
"ჩემი სულის შეიწირე თუ გსურს იგი უკვდავება,
ყველა ქართველს დაანახე მი ნაგრძნობის ბრწყინვალება"...

05-06-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი