საქართველოს დიდების მზევ აინთე
ცისფრად ელვარ ტბის ზედაპირს ათინათი სხივთა გასდევს, მთვარე თეთრი ოცნებებით არემარეს ნაზად ანთებს, სირინოზის ჯადო ხმები ლურჯი ღამის დუმილს არღვევს, ღმერთი უკრავს როიალზე უკვდავების ცისფერ ჰანგებს... ნაზ ნოტების ნაზი ნანა დაჰქრის ირგვლივ ნაზ მუზიკად, ვარსკვლავები კაშკაშებენ და გალობენ იავნანას, სიყვარულის ბალადებს მღერს ულურჯესი გალაკტიკა, არფას უკრავს ნაზ თითებით ყოვლადწმიდა მარიანა... აწყდებ არფას მოიისფრო თოვლის ფიფქთა ნაზი გამა, სიო ქრის და ღიღინებს სიყვარულის ანაბანას, ცისფერ ჰანგებს უკვდავების როიალზე უკრავს მამა, დაჰქრის ირგვლივ ნაზ მუზიკად ნაზ ნოტების ნაზი ნანა... - მოდის თეთრი ანგელოსი უბრწყინვალეს და ნაზ ქალად, მჩუქნის ამბორს თვალებზე და ვგრძნობ რომ ვქრი ღვთიურ წამად, ღვთაებრივს და ზეციურს ვგრძნობ და სინაზით მწვავს სხივთ ძალა, ვდნები ამ ცის შემყურე მე და ვიღვრები ცრემლის გამად... - ნაზი ღამე ნელა იწვის, მწუხარების ნაზ წამებს თოვს, ათოვს სევდა და სინაზე, ათოვს ფიფქი ეხლა ჩემ გულს, ვიწვი ნაზი სიყვარულით, ვდნები როგორც შეშვენის თოვლს, ვეტრფი ზეცის სილამაზეს და სხივები ათოვს ჩემ სულს... - მასპეტაკებს ნაზი გრძნობით, სულს მაჩნდება კრისტალებად, სინაზეთის დედოფალის, მნუსხავს ხატი მთოვ თვითერთის, ფიფქავს ფიფქებს სიყვარულის უფაქიზეს ფანტელებად, ლოცვად მანთებს მე ამ ღამეს მკრთალი სახე თეთრ ქალღმერთის... --- საქართველოს სიყვარულის უკვდავების ლურჯ ზეცაზე - მარადისი გაცისკრების და დიდების მზევ - აინთე!.. აინთე და განთიადდი კავკასიის თეთრ მწვერვალზე, რომ ბრწყინვაში შენ სხივების სიბნელეთის ცა შთაინთქეს!.. ამოენთე შავ ზღვაზე და ოქროსფერად აელვარდი, აელვარდი ათასსხივად და სინათლედ დაიღვარე, მიწას სითბო და სიცოცხლე, ცას აჩუქე სილაჟვარდე, ამობრწყინდი, ავარვარდი, აკაშკაშდი - მზე - მთოვარე... - ულმობელი და სასტიკი იღვიძებ მგე მზე მესია, ცეცხლის რაშსა მოაჭენებ, აზანზარებ კავკასიონს, რუსთაველის მიჯნურობის ვეფხის ტყავი მოგისხია, სიბობოქრე შეგიმოსავს გალაკტიკურ გალაკტიონს... გრგვინავხარ და ქუხილებს ჭექ და მთოვი ხარ ლურჯ ელვების, ფერადი და ჯადოსნური ქარები და ქარიშხლები, მზის და მთვარის მაგიისა და იდუმალ ნაზ გრძნობების, თან მოგდევენ სიყვარულის ულურჯესი გრიგალები... უკვდავების ცისფერ მხარეს, ღვთის ტაძრებით მოოქროვილს, აღზევებულს და ქედუხრელს, უკვდავ სულის მარად მებრძოლს, დიად გულით ჯვარზე გაკრულს, ჯაჭვის პერანგ შემოქსოვილს, გშვენის ფრთები ცეცხლოვანი თეთრ ანგელოზ საქართველოს... გვირგვინოსანს და ღვთაებრივს ცეცხლოვანი შეგწევს ძალი, ადგ შარავანდს ქართველობის ყველა ზეცის მოქალაქეს, თეთრ გიორგის ხელთ გიპყრია უწმინდესი ქრისტეს ჯვარი, ჯვარის ძალით რისხავ მტერს და წმიდა სულის მოღალატეს... - ყოფილიყოს რისხვა მათზედ ვინაც სინდისს უგულველყოფს, ვინაც ცოდვას არ ებრძვის და ბოროტებას აბატონებს, ფულის გამო ვინც ერს ყიდის, ვინაც მოყვასს შეურაწყოფს, წყეულმც იყოს ორგულ სულის, ვინც რყვნილებას აკანონებს... "მართალთ სული უკვდავია, უკვდავი და ღვთაებრივი"! ო, ეს სიტყვა კანონია - მამა ღმერთის დაწერილი, ჯოჯოხეთი არ აგცდებათ - ვინც უარჰყავთ ზნეობრივი!! ნიკოლაოზს მოუსმინეთ - მეფედ არის დადგენილი!!! ვაი, ვაი, ვაი იმ ერს წინასწარმთქმელს ვინც არ უსმენს, ქრისტე მოდის თვის დიდებით, შიშის ზარს ცემს წუთისოფელს, ვაი, ვაი ფარისევლებს და ცხვრის ტყავში შემოსილ მგლებს, ვაი, ვაი, ვაი იმ ერს, ღმერთის ნების უარმყოფელს... - დაგილოცავ სვეტიცხოველს, დაგილოცავ ღვთიურ ენას, დაგილოცავ მძლე მარცხენას "რომ ბრძოლებში გაისარჯოს", მზის მუზარადს თავზე რომ გადგს, შუბშემართულ შენს მარჯვენას, საქართველოვ შენს დიდებას, შენს სიმაღლეს გაუმარჯოს... გეორგიავ გორგასლურო, ქრისტეს კვართით შემოსილო, მოციქულობ ღმერთის ნებას ბრწყინვალე და მადლიანო, დედა ღვთისა მარიამის სადიდებლად წილხვდომილო, მზე ელიას ცეცხლის ხალენს თან ატარებ გულთმისანო... დაგილოცავ ქართვლის დედას - ნაზ ტრფიალით გათანგულო, მამაკაცურ მარად წყურვილს - სიყვარულში დაიხარჯო, თეთრ ლომივით მოღრიალე, სიმართლისთვის გატანჯულო, არწივივით ფრთებ გაშლილო შენს გმირულ სულს გაუმარჯოს... სიყვარულის მეუფებავ დუმბაძის და კალანდაძეს, სტალინის და ვაჟას სულის და გოთუას მდიდებელო, ავარვარდი, აკაშკაშდი და ადიდე მზე კაცი ძე - ასიათას მოწამისა ღვთის ერთგულო საქართველო... ბარათაშვილ გურამიშვილ სულხან-საბას და ერეკლეს, აკაკის და ილიასი ზეცისათვის გამომზრდელო, უკვდავების მოწამეთა ქეთევანის და დემეტრეს თან გსდევს მარად თავგანწირვა დიდებულო საქართველო... დავით მეფის, თამარ მეფის, სააკაძის, წმიდა ნინოს, გამარჯვება შენში ითქვას - ღმერთის ძალით უძლეველო, წმიდა გიორგმ, გიორგ მბრწყინვალმ შენს წიაღში სულ იგრგვინოს, ჰა, ავღმართე ნათლის სვეტი, იდიადე საქართველო... - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის სიყვარულით გამოზრდილებს, გაუმარჯოს ნაზ ქალწულებს, მამაც ვაჟკაცთ გაუმარჯოს, მგე ბერების ძლიერებას, გმირობაში გამოცდილებს, ქართულ სულის გაბრწყინებას და ქრისტე ღმერთს გაუმარჯოს... 10-06-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი