ანბანთ-ქება


ა-ნგელოზი ქრისტე ღმერთი - თოვს თეთრ ფიფქებს უთეთრესი,
ბ-ედისწერის თეთრსა რაშებს მოაჭენებს ბუმბერაზი,
გ-ვირგვინოსან მეფეთ-მეფეს შესწევს ძალი უზეესი,
დ-იად გრძნობას აფრქვევს გულით შემაზარად სულ-ლამაზი...
ე-რთადერთს და შეუსადარს, ყოველივე მას მორჩილებს,
ვ-ებერთელა ფრთებით ფარავს სიყვარულის საანგელოს,
ზ-ევესური ძალით მართავს სამყაროეთს და სტიქიებს,
თ-ვისი ნების უკვდავ სულით ანთებს მუდამ საქართველოს...

ი-ბერია სამშობლოა ღმერთების და ქალღმერთების,
კ-ავკასიის თეთრ მწვერვალზე დგას ტახტები სულით თეთრთა,
ლ-ომგულ სულის მეომარმა, მხედართმთავარმ ქართველების,
მ-გეთამგე თეთრ სერაფიმმ შალ - ცეცხლოვანი ექვსივე ფრთა...
-
ნ-ათელ სულის - თოვს უკვდავი მოიისფრო ცის ამბორებს,
ო-ცნებათა შლის იალქნებს იდუმალი იგ ამური,
პ-არნასიდან სიყვარულის ესვრის ისრებს ქალწულ მუზებს,
ჟ-ღერს მწვერვალზე სიმღერები და მუზიკა საამური...

რ-ომ ყოოდეს ვით სამოთხე ყოილების საანგელო,
ს-ულმა ქართულმ გაშალა ფრთა ფიქრის ვაჟა-ფშაველური,
ტ-იტულოვან ლურჯა ცხენებს მოაგელვებს საქართველო,
უ-ფალთ უფალს ხელთ უპყრია ქნარი ვეფხისტყაოსნური...

ფ-იფქები თოვენ ნაზ გრძნობებს ღმრთაების უკვდავ გულისა,
ქ-არები ქრიან ნებაზე მზის ყოვლადდიდებულისა,
ღ-მერთია მზრდელი ყოველთა დანერგილ-დათე-სულისა,
ყ-ოვლისმპყრობელი მამაა მეუფე სიყვარულისა...

შ-ეიმოსეთ სულიწმიდით, მეუფება მის ქადაგებს,
ჩ-ურჩულებენ წმიდანები და ეტრფიან გულანთებულს,
ც-ა უგალობს ამზეებას, თოვს სუფევა ღვთიურ ჰანგებს,
ძ-ის სიმშვიდეს - ყოლა ძალუძს - სიყვარულით გაბრწყინებულს...
წ-მიდა არსს და მარადისი, უკვდავი და იდუმალი,
ჭ-ეშმარიტის სიტყვაზედა ფერებს იცვლის რეალობა,
ხ-ატი მამის ვარვარებს და ყველგან სუფევს მისი ძალი,
ჯ-ვარის ძლევა და სუფევა - შეიმოსეთ მარადობა...
-
ჰ-ალილუია, იაო იოელ ანე ი ამენ!

	12-06-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი