ცისარტყელას თოვს მეუფე
თეთრი ხატი თეთრ მეუფის თეთრ მწვერვალზე გრძნობის სუფევს, თოვს ცათა ცა სასუფევლის მოიისფრო სხივთ ამბორებს, ცეცხლის ცხენებს მოაჭენებს გალაკტიკის მზე მეუფე, პარადისის ცისფერ ნოტებს უგალობს ცა ნაზ ამურებს... მწვანე კოცნით ეწაფება მწველ ზმანების ქალწულ ტუჩებს, ყვითელ გრძნობის სამეუფო ბრწყინვალება სულით ანთებს, ნარინჯისფრად ელვარ სათუთ, მოვარდისფრო ფაფუკ ღრუბლებს, ხატავს წითელ ცეცხლით მდაგველ სიყვარულის წითელ ჰანგებს... შავი გული იდუმალი უკვდავების ძალით უცემს, სისხლი უდუღს სიბობოქრით სულმძვინვარე მზე მთოვარეს, მონარინჯსფრო სხივებს აფრქვევს პლანეტარულ დიად სულებს და ღვთაებრივ ცეცხლით ანთებს ოქროსფერად მოელვარე... მარადმწვანე წვავს ოცნება და მთოვ წამში მარადისობს, სიყვარულის ცისფერ მხარეს თვისსა გულში აყვავილებს, სინაზეში ლურჯის სუფევს, სიმშვიდეს თოვს და უშიშრობს, იისფერი გრძნობებისფერ თესავს გზაგზა ნაზ ყვავილებს... ჰარმონია მასში ყვავის, სინათლეში მონათლულა, ცაზე დადის სიყვარულით და ანათებს სამზეოეთს, თეთრის აზრზე და ნებაზე მისი სული მომართულა, ცისარტყელას ნაზ ფერებით აფერადებს სამყაროეთს... - ფიფქი ცვივა ცათა ცისა მოიისფრო მუქლურჯ ღრუბლებს, სიცისფერე შეელექა მნათე სულის იოანეს, იდუმალი სიყვარულით დაეწაფა ქარის ტუჩებს, მწვანე ყვითელ ნარინჯ წითელ კოცნად ათოვს ოკეანეს... თეთრ ქალღმერთის აისისფერ და მწველ - მზეზე მბრწყინავ თვალებს - ვუგალობებ მარადისად - ტუჩებს - პობილ ბროწეულებს, მზეთუნახავთ - გააღვიძებს ცის ამბორი - იდუმალებს, ლომახარი ანგრევს რქებით საქაჯეთის ცხრაკლიტულებს... - ვინ შეწვდება სიყვარულის უკვდავების იმ სიდიდეს, თეთრი ხატი თეთრ მეუფის თეთრ მწვერვალზე გრძნობის სუფევს... ქრის ზამთარი, თოვს ფიფქები, ფიფქები თოვს თეთრ სიმშვიდეს, ოკეანედ თოვს დაისი, ცისარტყელას თოვს მეუფე... 13-06-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი