უღმერთობას არ აიტანს
სულერთია ვარ თუ არა, ამ სამყარომ მე შემშალა, ყოველ ჯერზე ჯვარს გამაკრა, როცა გრძნობამ ფრთები შალა... ის უყურებს თუ გაქვს ძალა, არ უყურებს რომ ხარ ზუსტი, არა მე - მას შეეშალა, როს უარმჰყო ღმერთი ქრისტე... - აუტანელს ვით გაიტანს გატანჯული ბავშვის გული, უღმერთობას არ აიტანს ჯვარს გაკრული სიყვარული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი