ყველაფერს გჩუქნი
რაც რომ მე მთლიან სიცოცხლედ მიღირს და რასაც ტრფობად გულში გავივლებ, აის-დაისთა ვარდისფერ ღიმილს და აყვავებულ სულში ყვავილებს, ზამთრის ზმანებად თეთრსა ზამბახებს და სინაზეთის უკვდავ გაზაფხულს, შემოდგომის ცის ოქროს ლაჟვარდებს და ტრფიალების ცეცხლოვან ზაფხულს, მთვარის ფიფქების სათუთ სიყვარულს და თეთრ ამბორით იისფერ კოცნებს, ოცნების ფერებს და გრძნობებს ფარულს - ყოველს გაჩუქებ, ყველაფერს მოგცემ... მწვანე ბუნების ციერ ცხრა წყაროს, ცისფერ ღრუბლების სიცოცხლის ცრემლებს, ცხრათვალა მზეს და გულის სამყაროს, რომელიც უმზერს მიღმიერ თვალებს, ლურჯი პლანეტის ჯადოსნურ სიზმრებს, სასუფეველის ულურჯეს ჰანგებს, მარადისობის იმ ზღაპრულ ფიქრებს და უკვდავების მეწამულ ვარდებს, მი ათასწლოვან სევდიან ღიმილს და გალაკტიკის ვარსკვლავურ ტაძრებს, რაც რომ მე მთლიან სიცოცხლედ მიღირს - ყველაფერს გჩუქნი, ყველაფერს გაძლევ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი