მზეცავ


ზაფხულის მწველი და კაშკაშა მზე
ამობრწყინდი და აენთე ცაზე,
მიყვარს სიცოცხლის აისი ზღვაზე,
მზეცავ ეს წამი შენ გაანაზე...

გაანაზე და ააფაქიზე -
გულისმიერი გრძნობა ყოველი,
შენი თვალების მწვავს სილამაზე,
მწამს შენი სახე სხივთამთოველი...

ვარდის ტუჩები გადაფურჩქვნილი
და ეგ სითეთრე სათუთ თითების,
ეგ ბროლის ყელი დასაკოცნელი -
მდაგავს შეხების ფერთა მითებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი