ციერ სეზონის ნატვრა ხარ
ყოველ საღამოს მზე ნაზად ჩადის და გული გალობს ქეთი კვლავ შენთვის, მიჰქრის დღეები და რაც დრო გადის - უფრო ძვირფასი ხდები შენ ჩემთვის... - აღფრთოვანებით რომ გადამლეკა - მახსოვს ყვაოდა ჩვენში მაისი, ახლა არ ვიცი თეთრმა ზამთარმა ვით გამოხატოს გრძნობის აისი... ო მე კვლავ მესმის იგი სიმღერა - ნაზი ამბორით რომ წერა გულმა, მიდუმებული საერთო ძგერა - მსურს გააღვიძოს სიცოცხლის სულმა... მე შემიძლია ამოგიჩემო და სიყვარულის გიმღერო ნანა, მაგრამ არ ვიცი უტკბესო ჩემო - ვით გამოვხატო გულის ეს გამა... ო მე არ მესმის წყურვილი ხორცის და მეშინია შეხება ტუჩთან, რომ დაასრულებს ამ ზღაპარს ზეცის და მოაკვდინებს წმიდას და სუფთას... - ჩემი სისუსტე და ძლიერება - ანგელოსი ხარ - გეტრფი დემონი, ღვთიური გრძნობის ხარ მონატრება - სამოთხისფერი - ციერ სეზონის... შორეული და მიუწვდომელი - შენი სული ფრენს - იქ - სადღაც მიღმა, შენი ტუჩების სიტკბო მომელის - ამაღამ მოვალ - გაკოცებ სიზმრად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი