სიცოცხლე სიყვარულით სუნთქვაა


სუყველაფერი კარგათ იქნება -
მფარველი ანგელოსი ჩურჩულებს,
უსმინე გულს და ციერ ოცნებას,
ღმერთი მორწმუნეს სულში იხუტებს...

ცა სიყვარულის გიკოცნის თვალებს,
ცრემლი ყოელს ხსნის, სინაზე სულს წმენდს,
ფიფქი შეაწყდა სამოთხის ღრუბლებს,
ნურასოდეს ნუ დაკარგავ იმედს...

მოთმინებით ენდე ღვთის განგებას,
შენშია ცათა სასუფეველი,
სდიე ქრისტეს ყოვლადწმიდა ნებას,
ვინც გიყვარს უკვდავეთში მოგელის...

ეს ფიქრი ლოცვასავით სუფთაა,
ეს გრძნობა კი მზესავით ნათელი,
სიცოცხლე სიყვარულით სუნთქვაა,
ინატრე და აანთე სანთელი...

უხილავს ნაზად კოცნი ტუჩებში,
როცა ხარ ცა - სიკეთის მთოველი,
რწმენა ღმრთის - იცქირება უმზერში
და ხატავს შესაძლობას ყოველის...

-

ღმერთს სიყვარულის - ქრისტეს სიყვარულს -
იმედის სასწაულის უბეში -
ყველაზე უსიხარულოდ ტანჯულ
გულშიც - ძალუძს ჩაღვაროს ნუგეში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი