რამეთუ სათნო ეყავ ღმერთსა მაღალსა


უკვდავების დიადემით ვმოსე,
მე სიყვარულზე ვწერე ლექსები...
ვიყავ გაუკვდავებული მოსე,
ზე სიყვარულის ვმარცვლე წესები...

მსურდა ერს ქართველობა გაეგო,
ღმერთს სულით მეომრები ჭირდება...
ამ საქართველომ "მე" ვერ გამიგო,
ქართული სულის ვერ სცნა დიდება...

-

აქ ისევ "გვაგინებენ" უფალო,
ყარს მწვალებელთ ლპობადი გულები...
აქ ისევ "გვაფურთხებენ" უფალო,
სიწმიდეს გმობენ რყვნილი სულები...

როდემდე, როდემდე, ჰა უფალო?
შერისხავ მწამს ცეცხლით და მახვილით...
აენთე, აენთე, ჰქმენ უფალო:
დე წყეულმც იყოს ყველა გახრწნილი...

ამოწყტით, ამოწყტითა წყეულნო, 
ამოწყტით სულ კაცთ სულის მწამლავნი...
სასჯელი, სასჯელი, ჰა უფალო:
სასჯელი არსს მაგათი წამალი...

-

აქ უნდა მოკვდე რომ იყვავილო,
აქ ურწმუნოთა ჯოჯოხეთია...
არ ძალმიძს "ვსძლიო" თომებს უფალო,
შარვლის ტოტები განმიფერთხია...

---

დრო ყოველივეს გაცემსა პასუხს,
დადუმ გიორგი, გიორგი დადუმ...
ხედავ მეფეო, ჩვენსს არავინ სწუხს,
დასრულდ გიორგი, გიორგი დასრულდ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი