მსურს რომ ვიყოთ ერთად


მსურს რომ ვიყოთ ერთად,
ზეცა თოვდეს ფიფქებს
და ერთურთის ცქერა
გვჩუქნიდეს ნაზ ფიქრებს...

სული ფრთეებს შლიდეს,
სიო ქროდეს ნელა,
ტრფიალება გვშლიდეს,
მსურს ვიწვოდეთ მთელად...

-

ოქროსფრად ბრწყინავდეს,
გიწეწავდეს ქარი,
მსურს სინაზეს წვიმდეს,
შენი თმები - ქერა...

მსურს რომ გულს ესმოდეს
შენი გულის ძგერა
და სიყვარულს თოვდეს
მა თვალების მზერა...

-

მსურს დაგვიდგეს წამი
ნაზი მდუმარების,
მსურს გვესმოდეს ჩუმი -
სულთა ამბორების...

გიკოცნიდე სათუთ -
საფერებელ თითებს,
მწყურის ნაზად მთრთოლვარ
დავეწაფო ტუჩებს...

-

ვარსკვლავიან ზეცას
ვუყვებოდეთ სიზმრებს,
მსურს რომ ვიყოთ ერთად
და ვთოვდეთ ნაზ ფიქრებს....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი