იქნებ მაპატიო


ძლიერ გამირთულდი და აღარ ვიცი რითი გაგახარო,
გული მოგიძღვენი, მზემ გზად მიგვატოვა ჩვენთვის სამწუხაროდ,
კლავს და გაუსაძლის ო ეს სიყვარული ჯვარმცმელს გავს სამყაროს,
თუ გიყვარს გტკივა და ეს ჩუმი წამება გიყვარს სამუდამოდ...

ეს მტკივნეულია, აღარც ძალა შეგწევს, აღარც ფანტაზია,
ღმრთის სიყვარული კი ისეთი სათუთი - ისეთი ნაზია,
რაღა გამახარებს, მუდამ მწუხარე ვარ, ეს მონახაზია,
ო ეს ტკივილებიც აუტანელს რომ გრძნობს ისე ლამაზია...

სისხლი იყინება, შიგნით სული კივის, მოდის აპათია,
იქნებ უკვდავება სამარებულ განცდას ღმერთმა აპატიოს,
გრძნობამ დადაღულმა მწარე უარყოფის ღამე გაათია,
რომ ვერ შეგიყვარდი, რომ ცა ვერ აგინთე, იქნებ მაპატიო....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი