მესუყველაფერები


თოვს,
თოვს,
თოვს,

ფერები,
ფერები,
ფერები,

ცისარტყელების...
და მოფერების...

და გეფერები...

მესამყაროები...
მესიყვარულისფერები...

თვალები,
თვალები,
თვალები,

ტუჩები,
ტუჩები,
ტუჩები,

მე მაწამებენ გრძნობის ალებით...

ცის სიმფონიას გეთაყვანები...

მესაოცრები...
მეოცნებისფერები...

თოვენ ფერები
ცისარტყელების...
და მოფერების...

აამ ნოტებით,
გრძნობათა გამებით,
ფარული ფერებით,
შენ გეფერები...

სულ მეყვარები...
სულ მოგეფერები...

ფერები,
ფერები,
ფერები,

გეფერები
და 
გეამბორები...

მი სულის
შენი გულით
მესუყველაფერები....
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი